საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია "მიცუბიშის" სამუშაო ჯგუფი ჩამოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კორპორაციის თავმჯდომარემ იორიჰიკო კოჯიმამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მიიღო. შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა "მიცუბიშის" თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.
"მიცუბიში" არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც მსოფლიოს 90 ქვეყანაში ფლობს ბიზნესს და დასაქმებული ყავს 68 ათასი ადამიანი . 2014 წელს კორპორაციის შემოსავალმა 74 მილიარდი დოლარი შეადგინა. "მიცუბიში" უმსხვილესი გლობალური ბიზნესსაწარმოა, რომელიც აერთიანებს და ოპერირებს არაერთ ინდუსტრიას ფინანსების, ენერგეტიკის, ლითონების წარმოების, მანქანათმშენებლობის, ქიმიური წარმოების, გარემოს დაცვის სფეროებში.