საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია "მიცუბიშის" სამუშაო ჯგუფი ჩამოვა

საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია "მიცუბიშის" სამუშაო ჯგუფი ჩამოვა

საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია "მიცუბიშის" სამუშაო ჯგუფი ჩამოვა. 

 

აღნიშნული გადაწყვეტილება კორპორაციის თავმჯდომარემ იორიჰიკო კოჯიმამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მიიღო. შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა "მიცუბიშის" თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. 

 

"მიცუბიში" არის  მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც მსოფლიოს 90 ქვეყანაში ფლობს ბიზნესს და დასაქმებული ყავს 68 ათასი ადამიანი . 2014 წელს კორპორაციის შემოსავალმა 74 მილიარდი დოლარი შეადგინა. "მიცუბიში"  უმსხვილესი გლობალური ბიზნესსაწარმოა, რომელიც აერთიანებს და ოპერირებს არაერთ ინდუსტრიას ფინანსების, ენერგეტიკის, ლითონების წარმოების, მანქანათმშენებლობის, ქიმიური წარმოების, გარემოს დაცვის სფეროებში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: