ივერიონი / ნანა დევდარიანი: „კახური ბუნტი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით დაიწყო!"

ნანა დევდარიანი: „კახური ბუნტი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით დაიწყო!"

"ივერიონს"  ესაუბრება  ყოფილი სახალხო დამცველი, ჟურნალისტი ნანა დევდარიანი

-შეიძლება თუ არა კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეწოდოს "კახური ბუნტი" და მავანთა მიერ მართული სიტუაცია ხელისუფლების  დისკრედიტაციის მიზნით?

-შედით მაღაზიებში და ნახავთ,  რომ კილოგრამი  ყურძენი  2 ლარზე  ნაკლები არ ღირს.   

მართალია, კახელ მევენახეებში უკმაყოფილების  საბაბი არსებობს, ვაზი ხარჯიანი კულტურაა,  მაგრამ არა ისეთი, როგორადაც ამას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები წარმოაჩენენ  მმართველი ძალის დისკრედიტაციის მიზნით.

-ვალდებულია თუ არა სახელმწიფო, მაღალ ფასად შეისყიდოს ყურძენი გლეხების დახმარების მიზნით?

-"ნაციონალების"  მმართველობის  წლებთან შედარებით,  დღეს უკეთესი ვითარებაა - სააკაშვილს  ეგონა, ჩინელებს ღვინის სმას დააწყებინებდა და  რუსეთის ბაზარი უგულებელყო. ახლა ხომ  მეტია ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე? ასე რომ, გარანტიები ღვინის გასაღებისა  დღეს მეტია,  ვიდრე ადრე იყო. 

-ვინაიდან კახელი გლეხები ყოველწლიურად აწყდებიან ამ პრობლემას, საინტერესოა, სოფლის მეურნეობის სამინისტროა აქვს თუ არა შემუშავებული ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარების პროგრამა ან კონცეფცია?

- ევროკავშირთან  ასოცირების  ხელშეკრულების გაფორმების   შემდეგ, გლეხებს უფრო მეტად ეხმარებიან, ოღონდ ხალხი არაა ინფორმირებული. სწორედ ესაა ამ ხელისუფლების  ნაკლი- რასაც აკეთებს, ვერ აპიარებს, რასაც წინასაარჩევნო მინუსად ჩაუთვლიან. 

 

 ესაუბრა ია ჯღარკავა

 

12-09-2015, 23:29
უკან დაბრუნება