ნანა დევდარიანი: „კახური ბუნტი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით დაიწყო!"
"ივერიონს" ესაუბრება ყოფილი სახალხო დამცველი, ჟურნალისტი ნანა დევდარიანი
-შეიძლება თუ არა კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეწოდოს "კახური ბუნტი" და მავანთა მიერ მართული სიტუაცია ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით?
-შედით მაღაზიებში და ნახავთ, რომ კილოგრამი ყურძენი 2 ლარზე ნაკლები არ ღირს.
მართალია, კახელ მევენახეებში უკმაყოფილების საბაბი არსებობს, ვაზი ხარჯიანი კულტურაა, მაგრამ არა ისეთი, როგორადაც ამას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები წარმოაჩენენ მმართველი ძალის დისკრედიტაციის მიზნით.
-ვალდებულია თუ არა სახელმწიფო, მაღალ ფასად შეისყიდოს ყურძენი გლეხების დახმარების მიზნით?
-"ნაციონალების" მმართველობის წლებთან შედარებით, დღეს უკეთესი ვითარებაა - სააკაშვილს ეგონა, ჩინელებს ღვინის სმას დააწყებინებდა და რუსეთის ბაზარი უგულებელყო. ახლა ხომ მეტია ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე? ასე რომ, გარანტიები ღვინის გასაღებისა დღეს მეტია, ვიდრე ადრე იყო.
-ვინაიდან კახელი გლეხები ყოველწლიურად აწყდებიან ამ პრობლემას, საინტერესოა, სოფლის მეურნეობის სამინისტროა აქვს თუ არა შემუშავებული ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარების პროგრამა ან კონცეფცია?
- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გლეხებს უფრო მეტად ეხმარებიან, ოღონდ ხალხი არაა ინფორმირებული. სწორედ ესაა ამ ხელისუფლების ნაკლი- რასაც აკეთებს, ვერ აპიარებს, რასაც წინასაარჩევნო მინუსად ჩაუთვლიან.
ესაუბრა ია ჯღარკავა