ივერიონი / პარლამენტი 2016 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი 2016 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დღეს კანონმდებლები მსჯელობას კომიტეტებში დაიწყებენ. 

2016 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იგეგმება. მას ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარადგენს.

 

2016 წლის ბიუჯეტი სამ პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს და ის 10 მილიარდ ლარს აღწევს. პრიორიტეტად კვლავ ჯანდაცვა და განათლება რჩება.

5-10-2015, 08:53
უკან დაბრუნება