პარლამენტი 2016 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დღეს კანონმდებლები მსჯელობას კომიტეტებში დაიწყებენ.
2016 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იგეგმება. მას ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარადგენს.
2016 წლის ბიუჯეტი სამ პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს და ის 10 მილიარდ ლარს აღწევს. პრიორიტეტად კვლავ ჯანდაცვა და განათლება რჩება.