"ყოფილ ხელისუფლებას დიდძალი შეიარაღება აქვს გადამალული საქართველოს ტერიტორიაზე", - აღნიშნული ინფორმაცია ირაკლი ბათიაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააჟღერა. უშიშროების ექს-მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, სწორედ ამ იარაღის იმედზეა. ბათიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეიარაღების 80-90% აღმოუჩენელია.
"ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს დიდი შრომა ელის. მთავარია, არ შეცდნენ ჩვენი ღირსეული მამულიშვილები და საამაყო ქართველი მეომრები, ვინმე სააკაშვილმა არ გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის, რაც მას გადაწყვეტილი აქვს", - განაცხადა ბათიაშვილმა.
ამასთან, ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერცერთი გზით ვერ შეძლებს.
"ჩარხს უკან ვერავინ დააბრუნებს, უმალ მთავრე ჩამოვარდება მიწაზე. ავანტიურები მათთვისვე დასრულდება ცუდად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არ უნდა იყოს არხეინად, ამის უფლება არ აქვს. საკმაოდ დიდ ძალაზეა საუბარი და იმედია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემები", - განაცხადა ბათიაშვილმა გამოცემასთან ინეტრვიუში.
წყარო: "კვირის პალიტრა"