ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ბათიაშვილი: ყოფილ ხელისუფლებას დიდძალი შეიარაღება აქვს გადამალული!

ირაკლი ბათიაშვილი: ყოფილ ხელისუფლებას დიდძალი შეიარაღება აქვს გადამალული!

"ყოფილ ხელისუფლებას დიდძალი შეიარაღება აქვს  გადამალული საქართველოს ტერიტორიაზე", - აღნიშნული ინფორმაცია ირაკლი ბათიაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააჟღერა. უშიშროების ექს-მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, სწორედ ამ იარაღის იმედზეა. ბათიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეიარაღების 80-90% აღმოუჩენელია.

 

"ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს დიდი შრომა ელის. მთავარია, არ შეცდნენ ჩვენი ღირსეული მამულიშვილები და საამაყო ქართველი მეომრები, ვინმე სააკაშვილმა არ გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის, რაც მას გადაწყვეტილი აქვს", - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

ამასთან, ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერცერთი გზით ვერ შეძლებს.

 

"ჩარხს უკან ვერავინ დააბრუნებს, უმალ მთავრე ჩამოვარდება მიწაზე. ავანტიურები მათთვისვე დასრულდება ცუდად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არ უნდა იყოს არხეინად, ამის უფლება არ აქვს. საკმაოდ დიდ ძალაზეა საუბარი და იმედია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემები", - განაცხადა ბათიაშვილმა გამოცემასთან ინეტრვიუში.

 

 

წყარო: "კვირის პალიტრა"

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: