ივერიონი / ნიკა გვარამია: საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა!

ნიკა გვარამია: საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა!

"გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა" - ამის შესახებ ტელეკომპანა "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს. მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძემ ტოპმენეჯმენტს უფლებამოსილება შეუჩერა.

 

" ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი) და დავით დვალი. ტოპ მენეჯმენტის უფლებამოსილება შეჩერებულია. ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი თV  იმედი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას!", - წერს ნიკა გვარამია. 

 

6-11-2015, 10:56
უკან დაბრუნება