ნიკა გვარამია: საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა!
"გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა" - ამის შესახებ ტელეკომპანა "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს. მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძემ ტოპმენეჯმენტს უფლებამოსილება შეუჩერა.
" ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი) და დავით დვალი. ტოპ მენეჯმენტის უფლებამოსილება შეჩერებულია. ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი თV იმედი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას!", - წერს ნიკა გვარამია.