ივერიონი / ვასილ მაღლაფერიძე: რეესტრში მიტანილ გადაწყვეტილებას, რატომ ეძახიან შუაღამის გადაწყვეტილებას?

ვასილ მაღლაფერიძე: რეესტრში მიტანილ გადაწყვეტილებას, რატომ ეძახიან შუაღამის გადაწყვეტილებას?

"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ტელეკომპანიის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ეხმაურება.

 

"17 საათზე სასამართლოდან წამოღებულ და რეესტრში მიტანილ გადაწყვეტილებას, რატომ ეძახიან შუაღამის გადაწყვეტილებას? ცუდია-კარგია, სხვა საკითხია, მაგრამ "შუაღამეს" შემთხვევით არ ეძახიან და შემთხვევით არ ეშლებათ. დროს რომ ვერ ცნობდნენ, მაშინ შუადღეს იტყოდნენ, უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ შუაღამის თქმა აწყობთ. სპორტული აფერისტობის ნიმუში", - წერს მაღლაფერიძე.

6-11-2015, 14:52
უკან დაბრუნება