ვასილ მაღლაფერიძე: რეესტრში მიტანილ გადაწყვეტილებას, რატომ ეძახიან შუაღამის გადაწყვეტილებას?
"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ტელეკომპანიის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ეხმაურება.
"17 საათზე სასამართლოდან წამოღებულ და რეესტრში მიტანილ გადაწყვეტილებას, რატომ ეძახიან შუაღამის გადაწყვეტილებას? ცუდია-კარგია, სხვა საკითხია, მაგრამ "შუაღამეს" შემთხვევით არ ეძახიან და შემთხვევით არ ეშლებათ. დროს რომ ვერ ცნობდნენ, მაშინ შუადღეს იტყოდნენ, უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ შუაღამის თქმა აწყობთ. სპორტული აფერისტობის ნიმუში", - წერს მაღლაფერიძე.