„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ინაშვილმა, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.
ინაშვილი მიიჩნევს, რომ მის აქციებს პრეზიდენტი და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები უნდა გამოეხმაურონ:
„რაც შეეხება დამკვირვებლებს, შემიძლია გითხრათ, რომ იგივე „ საია“ და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები, იყვნენ მიკერძოებულები. დადეს შენიშვნები, მაგრამ არა ისეთი, რომლის საფუძველზე საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდებოდა. მე ველოდები გამოხმაურებას პრეზიდენტის მხრიდან, ხმა ამოიღოს „საიამ“. მარტო „რუსთავი 2“-ის საკითხი არ უნდა იყოს მათი დაინტერესების საგანი. მარტო ამ საქმეზე რომ ყვირიან, არჩევნების გაყალბება არ არის პრობლემა? ხშირად არ ხდება ისე, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები შიმშილს იწყებენ“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მედეა შელია