ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირმა ინაშვილი: როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერები შიმშილს იწყებენ, რატომ დუმს პრეზიდენტი?!

ირმა ინაშვილი: როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერები შიმშილს იწყებენ, რატომ დუმს პრეზიდენტი?!

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა,  „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ინაშვილმა, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.

ინაშვილი მიიჩნევს, რომ მის აქციებს პრეზიდენტი და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები უნდა გამოეხმაურონ:

„რაც შეეხება დამკვირვებლებს, შემიძლია გითხრათ, რომ იგივე „ საია“ და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები, იყვნენ მიკერძოებულები. დადეს შენიშვნები, მაგრამ არა ისეთი, რომლის საფუძველზე საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდებოდა. მე ველოდები გამოხმაურებას პრეზიდენტის მხრიდან, ხმა ამოიღოს „საიამ“. მარტო „რუსთავი 2“-ის საკითხი არ უნდა იყოს მათი დაინტერესების საგანი. მარტო ამ საქმეზე რომ ყვირიან, არჩევნების გაყალბება არ არის პრობლემა? ხშირად არ ხდება ისე, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები შიმშილს იწყებენ“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

მედეა შელია

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: