„ტერორისტების მხრიდან საფრთხე ჯერ კიდევ განეიტრალებული არ არის და მთავარი კერა ისევ არსებობს“- აღნიშნული განცხადება „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში, მამუკა კუდავამ გააკეთა.
„საქმე ბუნებრივია, რთულადაა. ტერორისტების განცხადებით, საფრანგეთი ურჯულოებისა და მრუშობის დედაქალაქია. მათ მყარი არგუმენტი არ სჭირდებათ - ტერორისტების ლოგიკას ვერ მიხვდები. ამასთან, შესაძლოა სირიელ ლტოლვილებზე ჩამოკიდებული ტერორისტებიც შევიდნენ ევროპაში და სწორედ ასე შესულები დარბოდნენ პარიზის ქუჩებში. საფრთხე ჯერ ვერ იქნება განეიტრალებული, ვინაიდან, მათი მთავარი კერა სირიაში, სავარაუდოდ ჯერ კიდევ არსებობს“- განაცხადა მამუკა კუდავამ.
კუდავას თქმით, საქართველოშიც ტერორიზმის მუდმივი საფრთხე არსებობს. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა უკვე წლებია მონაწილეობას იღებს, ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კამპანიებში.