ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მამუკა კუდავა: საქართველოშიც ტერორიზმის საფრთხე მუდმივად არსებობს!

მამუკა კუდავა: საქართველოშიც ტერორიზმის საფრთხე მუდმივად არსებობს!

„ტერორისტების მხრიდან საფრთხე ჯერ კიდევ განეიტრალებული არ არის და მთავარი კერა ისევ არსებობს“- აღნიშნული განცხადება „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში, მამუკა კუდავამ გააკეთა.

 

„საქმე ბუნებრივია, რთულადაა. ტერორისტების განცხადებით, საფრანგეთი ურჯულოებისა და მრუშობის დედაქალაქია. მათ მყარი არგუმენტი არ სჭირდებათ - ტერორისტების ლოგიკას ვერ მიხვდები. ამასთან, შესაძლოა სირიელ ლტოლვილებზე ჩამოკიდებული ტერორისტებიც შევიდნენ ევროპაში და სწორედ ასე შესულები დარბოდნენ პარიზის ქუჩებში. საფრთხე ჯერ ვერ იქნება განეიტრალებული, ვინაიდან, მათი მთავარი კერა სირიაში, სავარაუდოდ ჯერ კიდევ არსებობს“- განაცხადა მამუკა კუდავამ.

 

კუდავას თქმით,  საქართველოშიც ტერორიზმის მუდმივი საფრთხე  არსებობს. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა უკვე წლებია მონაწილეობას იღებს, ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კამპანიებში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: