„ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს“, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა.
პრეზიდენტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ისე ქვეყანას:
"მიხეილ სააკაშვილს დღეს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და სამართლებრივად ეს არის ერთადერთი პროცედურა, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა იცნობს. პოლიტიკურად კი - ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ამით ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მარგველაშვილმა.