გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის მხრიდან მოქალაქეობაზე უარის თქმა ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს

გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის მხრიდან მოქალაქეობაზე უარის თქმა ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს

 

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს“, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან,  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა.

 

პრეზიდენტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ისე ქვეყანას: 

 

"მიხეილ სააკაშვილს დღეს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და სამართლებრივად ეს არის ერთადერთი პროცედურა, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა იცნობს. პოლიტიკურად კი - ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ამით ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Thank you! I like this! casino en ligne France Lovely write ups. Thank you! casino en ligne You actually mentioned that perfectly! casino en ligne Truly loads of excellent advice. meilleur casino en ligne Nicely put, Thanks! casino en ligne France Position nicely regarded!. casino en ligne France With thanks, Useful information. casino en ligne Nicely put. Regards. casino en ligne Valuable stuff Kudos. casino en ligne Helpful facts, Appreciate it. casino en ligne

Facebook კომენტარები: