საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გახსნა.
მინისტრმა ბათუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებული ლაბორატორიის პირველი ნიმუშები დაათვალიერა.
ქუმსიშვილის თქმით, "ფაბ-ლაბი" უნიკალური სივრცე იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც საინტერესო იდეის განხორციელებისა და ბიზნესის ჩამოყალიბების სურვილი ექნება
"სტუდენტებს შეეძლებათ თავიანთი იდეების ძალიან მარტივად პროტოტიპებში გადატანა. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს გამოცხადებული ჰქონდა საგრანტო კორნკურსი, რომელშიც ამ უნივერსიტეტმა გაიმარჯვა და ყველა უტლრათანამედროვე მოწყობილობა და დანადგარები დაფინანსდა 250 ათას ლარიანი გრანტის ფარგლებში. ერთი წლის განმავლობაში უზრუნველვყოფთ საჭირო მასალებით და ხელფასებით. ამის შემდეგ კი, დარწმუნებული ვართ, უნივერსიტეტი თავად გაართმევს თავს და გააგრძელებს საქმიანობას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.