ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გახსნა

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გახსნა.

 

 

მინისტრმა  ბათუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებული ლაბორატორიის პირველი ნიმუშები დაათვალიერა.

 

 ქუმსიშვილის თქმით, "ფაბ-ლაბი" უნიკალური სივრცე იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც საინტერესო იდეის განხორციელებისა და ბიზნესის ჩამოყალიბების სურვილი ექნება

 

"სტუდენტებს შეეძლებათ თავიანთი იდეების ძალიან მარტივად პროტოტიპებში გადატანა. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს გამოცხადებული ჰქონდა საგრანტო კორნკურსი, რომელშიც ამ უნივერსიტეტმა გაიმარჯვა და ყველა უტლრათანამედროვე მოწყობილობა და დანადგარები დაფინანსდა 250 ათას ლარიანი გრანტის ფარგლებში. ერთი წლის განმავლობაში უზრუნველვყოფთ საჭირო მასალებით და ხელფასებით. ამის შემდეგ კი, დარწმუნებული ვართ, უნივერსიტეტი თავად გაართმევს თავს და გააგრძელებს საქმიანობას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: