"პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს" - აღნიშნული განცხადება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რუსთაველის თეატრში, მას შემდეგ გააკეთა, რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი - "ჩემი მძევალი ანგელოზები" ნახა.
"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე მსჯავრდებული ქალები დალოცა და ბეჭდებით დაასაჩუქრა.
უწმინდესის სიტყვით გამოსვლას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
პრემიერმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატრიარქის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.