ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რისი უფლება უნდა ჰქონდეს პატრიარქს?

რისი უფლება უნდა ჰქონდეს პატრიარქს?

"პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს" - აღნიშნული განცხადება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რუსთაველის თეატრში, მას შემდეგ გააკეთა, რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი - "ჩემი მძევალი ანგელოზები" ნახა.

 

"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს", - ბრძანა უწმინდესმა.

 

პატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე მსჯავრდებული ქალები დალოცა და ბეჭდებით დაასაჩუქრა.

 

უწმინდესის სიტყვით გამოსვლას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

 

პრემიერმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატრიარქის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: