ივერიონი / "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები ბრიტანულმა ავიაციამ მეორედ დაბომბა

"ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები ბრიტანულმა ავიაციამ მეორედ დაბომბა

ბრიტანულმა ავიაციამ, სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ახალი ავიაიერიშები მიიტანა- ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

 

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, სამხედრო მისიის დაწყებას მხარი დაუჭირა, ბრიტანული ავიაცია ისლამისტების პოზიციებს მეორედ ბომბავს.

 

შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანელმა დეპუტატებმა 2 დეკემბერს მიიღეს, 3 დეკემბერს კი, ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა პირველი იერიშები მიიტანეს.

როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სამხედრო-საჰაერო ძალების სამიზნე სირიის აღმოსავლეთში, ნავთობსაბადოების რაიონში მდებარე ისლამისტების ობიექტებია. 

6-12-2015, 11:02
უკან დაბრუნება