6 დეკემბერს, სომხეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, სომხეთის ამომრჩეველმა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი.
რეფერენდუმზე, ელექტორატის სულ 50 %-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისია. რესპუბლიკის მმართველობის ცვლილებას 63 %-მა დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს, რის გამოც სომხეთში მორიგი საპროტესტო აქციები იგეგმება.
რეფერენდუმის საბოლოო შედეგები 13 დეკემბერს გამოქვეყნდება.