რას დაუჭირა მხარი სომხეთის ამომრჩეველმა?

რას დაუჭირა მხარი სომხეთის ამომრჩეველმა?

6 დეკემბერს, სომხეთში  ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, სომხეთის ამომრჩეველმა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი.

 

რეფერენდუმზე, ელექტორატის სულ 50 %-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისია. რესპუბლიკის მმართველობის ცვლილებას 63 %-მა დაუჭირა მხარი.

 

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს, რის გამოც სომხეთში მორიგი საპროტესტო აქციები იგეგმება.

რეფერენდუმის საბოლოო შედეგები 13 დეკემბერს გამოქვეყნდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: