ივერიონი / The Banker-ის მიერ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დასახელდა

The Banker-ის მიერ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დასახელდა

საქართველოს წამყვანმა ბანკმა - „საქართველოს ბანკმა“, The Banker-ის ჯილდოს - „2015 წლის საუკეთესო ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ მიღების შესახებ განაცხადა

 

„საქართველოს ბანკი“ პირველი კომპანიაა კავკასიიდან, რომელმაც მოიპოვა ხსენებულ რეგიონში საუკეთესო ბანკის წოდება.

 

გამოცემა „The Banker“-ი 1926 წლიდან არსებობს და მისი ჯილდოები ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია საბანკო ინდუსტრიაში. 

 

The Banker-ის ჯილდოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემა წამყვან კომერციულ და საინვესტიციო ბანკებს, მათი მიღწევების აღსანიშნავად.

 

15-12-2015, 12:01
უკან დაბრუნება