The Banker-ის მიერ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დასახელდა
საქართველოს წამყვანმა ბანკმა - „საქართველოს ბანკმა“, The Banker-ის ჯილდოს - „2015 წლის საუკეთესო ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ მიღების შესახებ განაცხადა
„საქართველოს ბანკი“ პირველი კომპანიაა კავკასიიდან, რომელმაც მოიპოვა ხსენებულ რეგიონში საუკეთესო ბანკის წოდება.
გამოცემა „The Banker“-ი 1926 წლიდან არსებობს და მისი ჯილდოები ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია საბანკო ინდუსტრიაში.
The Banker-ის ჯილდოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემა წამყვან კომერციულ და საინვესტიციო ბანკებს, მათი მიღწევების აღსანიშნავად.