ივერიონი / ზვიად კვაჭანტირაძე: ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს!

ზვიად კვაჭანტირაძე: ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს!

“საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ახალი წლიდან ჩაერთვება”- აღნიშნული განცხადება,  უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობისა და პოლიტ საბჭოს გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

„ბატონი ბიძინა, როგორც შეგვპირდა, იქნება განსაკუთრებით ახალი წლიდან ძალიან აქტიურად ჩაბმული ჩვენს ღონისძიებებში,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, სხდომაზე, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა, სააერჩევნო სიებზე არ უმსჯელიათ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი. მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა კი გაზაფხულისთვის გაირკვევა.

 

მათივე განცხადებით, ივანიშვილმა უმრავლესობას რეკომენდაციები საარჩევნო ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით მისცა.

 

16-12-2015, 13:53
უკან დაბრუნება