საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა, თბილისში 2016 წელს ჩატარდება.
მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ასევე განაცხდა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს - ჯამში 700-მდე პოლიტიკოსი ჩამოვა.
„კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე მაქვს - 1-5 ივლისს თბილისში ტარდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სხდომა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია - ჯამში 700-მდე პოლიტიკოსი ჩამოვა. ასე რომ, აღნიშნული ღონისძიება არის უპრეცედენტო, მისი პოლიტიკური დონის და მასშტაბის გათვალისწინებით. მთავრობასა და პარლამენტს მჭიდრო, კოორდინირებული მუშაობა დასჭირდება აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად“- განაცხადა პრემიერმა.