როდის ჩატარდება თბილისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა?

როდის ჩატარდება თბილისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა?

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით,  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა, თბილისში 2016 წელს  ჩატარდება. 

 

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ასევე განაცხდა, რომ ღონისძიებაში  მონაწილეობას  57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს - ჯამში 700-მდე პოლიტიკოსი ჩამოვა.  

 

„კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე მაქვს - 1-5 ივლისს თბილისში ტარდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სხდომა.

 

 

ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებს 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია - ჯამში 700-მდე პოლიტიკოსი ჩამოვა.  ასე რომ, აღნიშნული ღონისძიება არის უპრეცედენტო, მისი პოლიტიკური  დონის და მასშტაბის გათვალისწინებით. მთავრობასა და პარლამენტს მჭიდრო, კოორდინირებული მუშაობა დასჭირდება აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად“- განაცხადა პრემიერმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: