ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა 41 % ამბობს, რომ მღვდლისა და მრევლის პოლიტიკური შეხედულებები მნიშვნელოვანია და შესაძლოა ამ დამოკიდებულებამ მათი არჩევანი განსაზღვროს.
მღვდლისა და მრევლის პოლიტიკური შეხედულებებს არც მნიშვნელოვანია და არც უმნიშვნელო გამოკითხულ მოქალაქეთა 19 %-სთვის.
გამოკითხულ მოქალაქეთა 33 % კი ამბობს, რომ მღვდლისა და მრევლის პოლიტიკური შეხედულებები მისთვის მნიშვნელოვანი არ არის და შესაბამისად გავლენასაც ვერ მოახდენს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.