NDI: მღვდლისა და მრევლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა, 41 % -სთვის შესაძლოა მათი არჩევანი განსაზღვროს!

NDI: მღვდლისა და მრევლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა, 41 % -სთვის შესაძლოა მათი არჩევანი განსაზღვროს!

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა 41 % ამბობს, რომ  მღვდლისა და მრევლის პოლიტიკური შეხედულებები მნიშვნელოვანია და შესაძლოა ამ დამოკიდებულებამ მათი არჩევანი განსაზღვროს. 

 

მღვდლისა და მრევლის  პოლიტიკური შეხედულებებს არც მნიშვნელოვანია და არც უმნიშვნელო გამოკითხულ მოქალაქეთა 19 %-სთვის. 

 

გამოკითხულ მოქალაქეთა 33 % კი ამბობს, რომ მღვდლისა და მრევლის პოლიტიკური შეხედულებები მისთვის მნიშვნელოვანი არ არის და შესაბამისად გავლენასაც ვერ მოახდენს. 

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: