შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს მტკიცებულებათა ნაწილს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული გიორგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის საქმეზე.
"კომპანია ,,ენ-სი-ესი"-ს გენერალურ დირექტორს გიორგი ქელბაქიანს და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ქელბაქიანის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის გიორგი დარსაძის ჩვენებიდან ირკვევა რომ, გიორგი ქელბაქიანმა წავკისში შეუკვეთა სამი აგარაკის მშენებლობა, ერთი თავისთვის, მეორე "ენ-სი-სის" მეორე დირექტორისთის - გიორგი გოგიაშვილისთვის, ხოლო ვისთვის შენდებოდა მესამე აგარაკი, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, სამშენებლო კომპანია "ენ-სი-ესი"-ის მთლიანად სახელმწიფოდან ფინანსდებოდა და აგარაკების მშენებლობასაც სახელმწიფო აფინანსებდა.
გამოძიების მსვლელობისას, ქელბაქიანის კომპიუტერის გახსნისას აღმოჩენილი საბანკო ინფორმაცია არ ემთხვევა რეალურ ინფორმაციას.
"ენ-სი-ესი"ის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩიგოვაძე გიორგი ქელბაქიანს ელექტრონული ფოსტით უგზავნიდა ცხრილებს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა თანხებს ურიცხავდნენ 2009-2012 წლებში გიორგი დარსაძეს სამშენებლო სამუშაოებისთვის. აუდიტის სამსახურის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპიუტერში და რეალურად ბანკში არსებული ამონაწერები განსხვავდება. გამოძებით დგინდება, რომ 2009-2012 წლებში დარსაძისთვის გადარიცხული აქვთ 6 მილიონ 569 000 ლარი. ამ თანხიდან გიორგი ქელბაქიანმა და არჩილ ჩოგოვაძემ ე.წ ატკატის სახით უკან დაიბრუნეს 2 მილიონ 535 000 ლარი. აგარაკების მშენებლობა მიმდინარეობდა კომპანია "ენ-სი-ესი"-სი ხარჯებით, რომლებიც 100%-ით საბიუჯეტოა. გამოძიება დაადგენს, ხომ არ ჰყავს კომპანიას საიდუმლო ბენეფიციარი სახელმწიფო სამსახურიდან. აღნიშნული კომპანია წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს და დეკლარაციებს ნულოვანი მოგებით აბარებდა", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო გიორგობიანმა.