გეგი ქელბაქიანის საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა

გეგი ქელბაქიანის საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს მტკიცებულებათა ნაწილს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული   გიორგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის საქმეზე.


"კომპანია ,,ენ-სი-ესი"-ს გენერალურ დირექტორს გიორგი ქელბაქიანს და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ქელბაქიანის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის გიორგი დარსაძის ჩვენებიდან ირკვევა რომ, გიორგი ქელბაქიანმა წავკისში შეუკვეთა სამი აგარაკის მშენებლობა, ერთი თავისთვის, მეორე "ენ-სი-სის" მეორე დირექტორისთის - გიორგი  გოგიაშვილისთვის, ხოლო ვისთვის შენდებოდა მესამე აგარაკი, უცნობია.


შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, სამშენებლო კომპანია "ენ-სი-ესი"-ის მთლიანად სახელმწიფოდან ფინანსდებოდა და აგარაკების მშენებლობასაც სახელმწიფო აფინანსებდა.


გამოძიების მსვლელობისას, ქელბაქიანის კომპიუტერის გახსნისას აღმოჩენილი საბანკო ინფორმაცია არ ემთხვევა რეალურ ინფორმაციას.
"ენ-სი-ესი"ის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩიგოვაძე გიორგი ქელბაქიანს ელექტრონული ფოსტით უგზავნიდა ცხრილებს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა თანხებს ურიცხავდნენ  2009-2012 წლებში გიორგი დარსაძეს სამშენებლო სამუშაოებისთვის. აუდიტის სამსახურის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპიუტერში და რეალურად ბანკში არსებული ამონაწერები განსხვავდება. გამოძებით დგინდება, რომ 2009-2012 წლებში დარსაძისთვის  გადარიცხული აქვთ 6 მილიონ 569 000 ლარი. ამ თანხიდან გიორგი ქელბაქიანმა და არჩილ ჩოგოვაძემ ე.წ ატკატის სახით უკან დაიბრუნეს 2 მილიონ 535 000 ლარი. აგარაკების მშენებლობა მიმდინარეობდა კომპანია "ენ-სი-ესი"-სი ხარჯებით, რომლებიც 100%-ით საბიუჯეტოა.  გამოძიება დაადგენს, ხომ არ ჰყავს კომპანიას საიდუმლო ბენეფიციარი სახელმწიფო სამსახურიდან. აღნიშნული კომპანია წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს და დეკლარაციებს ნულოვანი მოგებით აბარებდა",  - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო გიორგობიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: