ივერიონი / რა საკითხების განხილვაა გათვალისწინებული უშიშროების საბჭოს დღეისთვის დაგეგმილ სხდომაზე?

რა საკითხების განხილვაა გათვალისწინებული უშიშროების საბჭოს დღეისთვის დაგეგმილ სხდომაზე?

დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა:  მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის  და  თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

სხდომას, საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. მას დაესწრება საბჭოს თითქმის სრული შემადგენლობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი

 

საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. 

29-01-2016, 11:03
უკან დაბრუნება