რა საკითხების განხილვაა გათვალისწინებული უშიშროების საბჭოს დღეისთვის დაგეგმილ სხდომაზე?
დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის და თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
სხდომას, საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. მას დაესწრება საბჭოს თითქმის სრული შემადგენლობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.
საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.