ივერიონი / ვახტანგ ძაბირაძე: მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კონკურენტი ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება!

ვახტანგ ძაბირაძე: მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კონკურენტი ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება!

„ივერიონს“ ესაუბრება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე

 

-ბატონო ვახტანგ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექს-პრემიერი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. შეცვლის თუ  არა ის წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების“ იმიჯს  უკეთესობისკენ?

-ღარიბაშვილის დაბრუნება, რომელიც ალბათ ყრილობისთვის დაიგეგმება,  არ იქნება გადამწყვეტი სვლა  “ქართული ოცნებისთვის“, ეს მას მაღალ ქულებსა და დივიდენდებს არ მოუტანს, თუმცა გუნდი შენარჩუნდება!

 

 - რომელ  პოსტზე შეიძლება ვიხილოთ  ახლად გაპოლიტიკოსებული ირაკლი ღარიბაშვილი?

 

-ალბათ პარტიაში  დაბრუნდება, საარჩევნო სიაში იქნება და შეიძლება იქ დაიკავოს რაიმე პოსტი. ვფიქრობ, აღმასრულებელი ხელისუფლების სიაში არ იქნება.

 

-წინასააჩევნოდ ვინ მიგაჩნიათ “ქართული ოცნების„  კონკურენტად?

 

-სამწუხაროდ, “ ქართული  ოცნების“  წინასაარჩევნო  კონკურენტი, ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობის მიხედვით,  “ნაციონალური  მოძრაობაა“. ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა, “ქართული ოცნება“  და „ნაციონალური მოძრაობა“ შეინარჩუნებენ რეალურ ძალას.

 

სხვა შემთხვევაში,  ოპოზიციურ  პარტიებს  5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.  “ქართულ ოცნებას“  გამარჯვება არ გაუჭირდება, თუმცა ხანდახან ისე დამაბნეველად იქცევა და ზიგზაგურად მოქმედებს,  რომ  საკითხავია, მართლა უნდა თუ არა გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე!

 

                                       ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

24-03-2016, 10:27
უკან დაბრუნება