პოეტი დალი ყარაულაშვილი ახალგაზრდა თეოლოგის გიორგი ტიგინაშვილის სტატიას „საქართველო საპირფარეშოს დაემსგავსა!“ საკუთარი კომენტარით გამოეხმაურა.
http://iverioni.com.ge/16020-giorgi-tiginashvili-saqarthvelo-sapirfareshos-daemsgavsa.html
აქტუალობიდან გამომდინარე, ვბეჭდავთ უცვლელად.
საქრთველო, არა მხოლოდ საპირფარეშოს დაემსგავსა, აგრეთვე მატრაბაზთა საცოდავ სცენასაც მაგონებს.
ყველგან, ყველა სფეროში, სიფლიდეს ადგას გვირგვინი თავზე - მანჭვა-გრეხითა და პათოსით სავსე ფრაზებით, ერთურთს გუნდრუკს უკმევენ და ამავდროულად ერთურთს, ზურგს უკან საფლავს უთხრიან ვაი პოლიტიკოსებიდან დაწყებული, ვაი პოეტებითა და ვითომ კაცებითა და ვითომ რელიგიური ადამიანებით დამთავრებული...
კატასტროფული მდგომარეობა სუფევს ჩვენს ქვეყანაში, ყველა გენიოსია და ყველას საკუთარი თავი უშეცდომო და რაღაცის მკეთებელი ჰგონია - მაშინ ვიღაა გასაკიცხი?
ყველა სხვისკენ იშვერს თითს, მე არაო, აი ისე, ის ანგრევს ქვეანასო! იქნებ ყველა ერთად აგურ-აგურ ვანგრევთ ჩვენივე ყოფას?
აგერ ბატონო, შორს არ წავალ, ყველა პოეტია, ყველა მწერალია, ურახუნებენ ტაშს, ღირსია თუ ღირსი არა პოეზიის საღამოებზე და ღონისძიებებზე, ხათრის, დაქალობისა და ძმაკაცობის, კულტურის გულისთვის.
რა არის კულტურა? ადამიანს დაარქვა სახელად ის, რასაც არ იმსახურებს?
სიმართლის თქმას ყველა ერიდება. ასეა პოლიტიკაშიც, ავიტაცებთ გიჟებივით ვიღაცის სახელს და ვაფრიალებთ დროშასავით, მერე კი თავზე დაქცეული ქვეყნის მიზეზს სხვას ვაბრალებთ. შევცდითო, შეგვაცდინა მაგ საზიზღარმაო, რას მოვიფიქრებდით ასე რომ მოიქცეოდაო.
ვაღიაროთ, არ გვყოფნის განათლება და არც სულიერი ხედვა გვაქვს, რაღაცას რომ მივხვდეთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ! არეული ბილიკით მავალს, სწორი არჩევანის ნიჭი როგორ გვექნება?!
ერთმანეთს ველაქუცებით და საკუთარი თავი ხომ ანგელოზად მოგვაქვს. მოკლეთ ზევით თუ ქვევით, ხელისუფლებაში თუ ქუჩაში, ერთი და იგივე მდგომარეობაა...
არავინ ფიქრობს სულის გაშალაშინება- განწმენდაზე, აი სათავე იმ პრობლემებისა, რაც თავს გვაქვს დატეხილი უკვე კაი ხანია.
მივიტმასნეთ ის სახეები რომლებიც ჩვენი არაა და ვთამაშობთ მატრაბაზთა როლებს, არავის ყოფნის ვაჟკაცობა აღიაროს და ხმამაღლა იყვიროს: ”არ ვარ პოლიტიკოსიიიიი.... მშიოდა და იმიტომ მოგატყუეთ! არ ვარ ექიმიიიი... არ მაქვს ცოდნა და ყველაზე მთავარი არ მაქვს გული! შეცდომით მოვხვდი ამ სფეროშიიი.... იმიტომ რომ სახელი და ფული მინდოდააააა... არ ვარ პოეტიიიი... არ ვიცი ლექსების წერა, სახელი და ტაში მიყვარს და შემოვძვერი სულიერების ტაძარშიიიიი.... არ ვარ მამაო! არ ვარ დიაკვანი! არ ვარ პედაგოგიიიი... და ასე შემდეგ....
აი რამ დაგვაქცია ქვეყანა თავზე!