გიორგი ტიგინაშვილი: საქართველო საპირფარეშოს დაემსგავსა!

გიორგი ტიგინაშვილი: საქართველო საპირფარეშოს დაემსგავსა!

მოდით ვიყოთ გულწრფელები და მარტივი ანალიზით გავიაზროთ სადღეისო მდგომარეობა, რომელიც ჩვენს ირგვლივ სუფევს.

 

ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის 65% უმუშევარი და დაუსაქმებელია. ამასთან, მილიონზე მეტი ადამიანი სამშობლოს ფარგლებს გარეთაა გადახვეწილი და იძულებით ემიგრაციაში (ლტოლვილობაში) ნაჯაფი სახსრებით გვასაზრდოვებს აქ მყოფთა უმრავლესობას. 

 

რბილად, რომ ვთქვათ მათი იქაური სამსახურები არც თუ ისე პრესტიჟული და სარფიანია.  საგულისხმოა ისიც, რომ გაუსაძლისი სიდუხჭირის გამო მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი საბანკო კაბალური სისტემის მძევალია, რაც სუიციდის საშინელ ატმოსფეროსა და დეპრესიულ გარემოს ჰქმნის. 

 

ახალგაზრდებს კი სოციალური უსახსრობის გამო ოჯახის შექმნა უძნელდებათ და შესაბამისად დემოგრაფიული კატასტროფა და დეფიციტიც სახეზეა. არ დაგვავიწყდეს, აბორტების ჯოჯოხეთური სიუხვეც, პატიმართა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა დიდი წილიც უპერსპექტივობისა და სიღატაკის გამო მივიღეთ. ციხეები კი როგორი გამოსწორებული ვითარებითაც არ უნდა გამოიყურებოდნენ, მაინც ვერ ახდენენ ტუსაღთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას!

 

ე.ი. ადგილზე გვყავს აბსოლუტურად უნიათო და ჭირვეული ხელისუფლება, რომელიც ნიჟარაგაბზარული კუს ნაბიჯებით ვითომ და რაღაც ფაფხურობს, სინამდვილეში კი მისი წევრების უმეტესობა მერკანტილურ თუ კარიერისტულ სარგოს ეძიებს, რაზედაც მათი ღაბაბგასიებული ჰაბიტუსები და საშემოსავლო წყაროებიც მეტყველებენ (დანამატები, პრემიები).

 

წარსულში დისკრედიტირებული და ოდიოზური ფიგურები, რომელნიც მხოლოოდენ აბდაუბდა ყბედობით, დაზუთხული პათეტიკით, ყალბი დიდაქტიკოსობითა და დაკომპლექსებული რიტორიკით გამოირჩეოდნენ, ამჟამად ამბიციებს ვერ ფარავენ და ურცხვად გვეტენებიან ცხვირში პიტნასავით.

 

ახლანდელი პოლიტიკური ველის ტრაგიკომიკური შემადგენლობა: ლატენტური მიშისტები, ყოფილი სატელიტები, კოჰაბიტირებული უსირცხვილონი და ძალაუფლებას ჩაზრდილი მარადმწვანე და მედროვე ყეყეჩები, რომელთაც სინდისი ტრუსებზე გამობმული რეზინა ჰგონიათ.

 

მორალურად და პოლიტიკურად იმპოტენტი ნაცხი-ანალური მოძრაობა და ონანისტი ქა-რთული ოც-ვნება სერიოზულ რომანტიზმში არიან გადავარდნილნი, სადაც ცინიზმი და ირონია სირბილით იპყრობენ უტიფრობის ევერესტს.

 

სამწუხარო ის არის, რომ ვისაც ინტელექტთან და ერუდიციასთან ერთად პატიოსნება აქვს, ის დღეს დემორალიზებული, გარიყული, "ჩარეცხილი" და სახლში გამოკეტილია.

 

ასე, ბუტაფორიული კოლიზეუმიდან შევყურებთ ამ უპურო სანახაობას და ვიხვეწებით მოწყალე იმპერატორის ამაღლებულ ცერა თითს, რათა სიკვდილს გადავურჩეთ.

 

მახსენდება ჯორჯ ორუელი: "ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ სურს, ამიტომაც ძალაუფლება არანორმალურების ხელშია".

 

ამ ფონზე კი ვინ ცხოვრობს კარგად? ჩამოგითვლით: ციკანჭამია მინისტრები; მთვლემარე პარლამენტარები; კომუნისტების შემდეგ სახელმწიფო ქონება მიტაცებული პირები, რომელთაც პრივატიზაციის დროს მზაკვრულ-ეგოისტურად იხეირეს; КГБ-ს ყოფილი ჩინოსნები, რომელიც დღესაც მატრაბაზობენ და თავი ყოვლისმცოდნე ჰგონიათ; უპრინციპო კონფორმისტები და მუდმივად სოროდან მოცქირალი ნახევრად კაცუნები; მამიკოს უწიგნური ბიჭები; ქმარუკას შტერი გოგოები; ბიზნესმენებად ქცეული ეპისკოპოსები.

 

P.S. ძალზე მცირე ნაწილია ისეთი, რომელიც წესიერი შრომით ნაშოვნი ფულით საზრდოობს და სხვასაც სოლიდარული განწყობით, შეძლებისდაგვარად ეხმარება. ასეთებს უაღრესად დიდ პატივს მივაგებ და წარმატებებს ვუსურვებ პირად თუ საზოგადო საქმიანობაში.

 

დასკვნა: საქართველო საპირფარეშოს დაემსგავსა, სადაც მცირედნი თუ შედიან მოსაწესრიგებლად სარკის წინ და უმეტესნი მოსასაქმებლად.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: