ივერიონი / შალვა რამიშვილი: „ბიძინას მაგრად ჰკიდია ყველა ... და ჩვენ რა ვქნათ... ჩვენ???“

შალვა რამიშვილი: „ბიძინას მაგრად ჰკიდია ყველა ... და ჩვენ რა ვქნათ... ჩვენ???“


პასუხი რეპლიკაზე, ღრმად პატივცემულ შალვა რამიშვილს
ბატონო შალვა!... მოდი, ბატონობის გარეშე მოგმართავ, რა! შალვა, აბა ერთი წუთით წარმოიდგინე შენი თავი ბიძინა ივანიშვილის ადგილას!

წარმოდგენაც კი ძნელია, ხომ? შენ, კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ხელფასით და ჰონორარით ცხოვრობ, უცბად ხდები რამდენიმე მილიარდის პატრონი! ასეთ კაცს ფსიქიკა, დამოკიდებულება, შეხედულებები რადიკალურად სხვანაირად აქვს „მოწყობილი“, ვიდრე შენ, მე და კიდევ ბევრ ჩვენისთანას.

კითხვა სწორად არის დასმული - „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?“

...ამ შეკითხვას ივანიშვილი ვერ გასცემს პასუხს, ერთი უბრალო მიზეზის გამო - ივანიშვილი იმ განზომილებაში ცხოვრობს, სადაც მე და შენ ვერასდროს მოვხვდებით და ის პრობლემები, რაც შენ და მე გვახვევია, იმ „განზომილებაში“ საერთოდ არ არსებობს!

აქ არ არის საუბარი იმაზე, კარგია, თუ ცუდი     „ივანიშვილის განზომილება“!

არ ვიცი, ყველაფერი შედარებითია!

„ის, რაც გერმანელისთვის ნეტარებაა, ქართველისთვის ტანჯვა გამოდის“ - იცი შენ, ძველი ფრთიანი, გამონათქვამია!

ამიტომ, მილიარდერის მენატალობიდან და ფსიქიკიდან გამომდინარე, ისეთ ,,რაღაცეებს,, ნუ მოვთხოვთ, რაც მისთვის საერთოდ უცხო და გაუგებარია!

აბა, რა უნდოდა პოლიტიკაში რომ მოდიოდაო? იკითხავ!

რა ვიცი! ვერ გიპასუხებ, იმიტომ, რომ ჩემი და მილიარდერის მენტალობა და შეხედულებები პლანეტა მარსსა და დედამიწასავით რადიკალურად სხვადასხვაა!

ჩვენ იმაშიც კი არ ვართ დარწმუნებული, რომ ბიძინას „მაგრად ჰკიდია ყველა“...  ცნება  „ჰკიდია,, მისთვის საერთოდ გაუგებარია! წარმოიდგინე, შალვა, ამ კაცისთვის პრინციპში, წინააღმდეგობა არ არსებობს! დიახ, დიახ მთელს პლანეტზე, არამც თუ ერთ ციცქნა ქვეყანაში!

რასაც უნდა იმას შეიძენს... მაგალითად, კუნძულს იყიდის, თავისი აბორიგენებით და მთელი წელი აძახებინებს ქართულად „მიშას დედაც... ბიძო მაგარიაო!“

...ან, რა ვიცი, შეიძლება უფრო ორგინალური რამ მოიფიქროს.

ხედავ რა ქნა, მთელი სოფელი, მისი მშობლიური სოფელი შვეიცარიად აქცია, აღარაფერს ვამბობ მის მიერ აშენებულ სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ რეალურ ნაგებობებზე!

რა არის ეს მისთვის, გაცნობიერებული ქველმოქმედება, თუ „ქველმოქმედებებით გართობა“?! არც ამაზე მაქვს კონკრეტული პასუხი! თუ „თამაში და გართობა“, მაინც კარგია!

სოროსი, მაგალითად, ომებით და რევოლუციებით „ერთობა“... ეს ამას არ აკეთებს!

ესეიგი, გულით ბოროტი არუნდა იყოს!

მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა ქართველმა მილიარდერმა, რომ არსებობენ გაცილებით ძლიერი და გავლენიანი მულტი მილიარდერები, რომლებიც მას, თუ რბილად ვიტყვით,  ჯიბეში ჩაისვამენ!

აი,ეს ვერ გათვალა და გაზომა „კეთილი თამაშით გართულმა“ თორემ, რატომაც არა, დაიმკვიდრებდა სათნო და პატრიოტი მილიარდერის სახელს, ისტორიაში შევიდოდა! არაო! თითი დაუქნიეს დასავლეთიდან, შენ, ჩვენო „კეთილო“ სტრატეგიული გეგმების განხორციელებაში გვიშლი ხელს და თუ არ დაეტევი ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკოსად გაქცევთ! ბოლო ცენტამდე გაგაკოტრებთ და „მშრალ ხიდზე“ გაგატნინებთ ვერცხლის დანა-ჩანგალს გასაყიდადო! ესეც ადგა და „დაახვია“ პოლიტიკიდან, აღარ მინდა თქვენთან თამაშიო!

შალვა, მეც შენსავით მიყვარს საქართველო. შენსავით მტკივა ქართული პრობლემები, თუმცა გამოსავალი ვერ მიპოვია... ვერ მიპოვია იმიტომ, რომ არსებობს ამერიკის, რუსეთის, ევროპის ფაქტორი და მაგის გარდა „ქრისტე ღმერთი კი არა ვარ, სამჭკუაშვილი ვაარ“!


პატივისცემით
თამაზ ჭეიშვილი

12-05-2016, 12:35
უკან დაბრუნება