თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს და მისი მოხელეების მხრიდან პედაგოგების და მოსწავლეთა უფლებების უხეში დარღვევის ნათელი დადასტურებაა.
ეს გახლავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორუფციულ-ნეპოტისტური საქმიანობის გაგრძელება, სამინისტროსი, რომელსაც სინამდვილეში, საგანამნათლებლო პოლიტიკა სრულებით არ აინტერესებს. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ, პირველ რიგში, იმ დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობსის საკითხს დააყენებდა, რომლის კანონსაწინააღმდეგო დარღვევები რამდენიმე თვის წინ გამოიკვლია და დაადასტურა თავად სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა.
კიდევ ერთხელ დასტურდება ამავე დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ინტრიგნული მეთოდით მანიპულირება, რომლითაც „გამოჭერილი“ სკოლის ხელმძღვანელები, სამინისტროს დირექტივების იძულებით უსიტყვო შემსრულებლებად გვევლინებიან.
პედაგოგთა საკოორდინაცი ცენტრის საფუძვლიანი ვარაუდით, 67-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებულ პედაგოგთან დაკავშირებით მოსწავლეებზე ფსიქოლოგირი ზეწოლით ფაქტები გაყალბდა.
დღეს პედაგოგთა კორპუსის დუმილი არის ხელმძღვანელ პირთა დანაშაულებრივ ქმედებათა წახალისება. მეტიც, ქვეყნის პედაგოგთა სამომავლო დევნის გაიოლებისთვის ხელშეწყობა.
ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ 67-ე სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებას და მოვუწოდებთ დედაქალაქისა და საქართველოს მასწავლებლობას - დადგნენ კოლეგების გვერდით სანამ გვიან არ არის, სანამ იგივე საშიშროება თითოეულ მათგანს შეეხება.
დავით ფერაძე
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი