ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: „გენგეგმით“ გადაწყდება კალაძე ივანიშვილის შემცვლელი იქნება, თუ ნარმანიასი!

მიხეილ ჯიბუტი: „გენგეგმით“ გადაწყდება კალაძე ივანიშვილის შემცვლელი იქნება, თუ ნარმანიასი!

 

  

1. დარგის მმართველიდან ტერიტორიულ მმართველად

 

კახი კალაძის თბილისის მერობა სოლოკრატიულ სისტემის პერიოდის ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დაწყების ნიშნების შემცველია. 

 

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრობიდან ქალაქ თბილისის მერი თავის დროზე ნარმანიაც კი გახდა, კალაძის მსგავსი გადაადგილების შემთხვევა მაინც სხვაა - იგი ერთადერთი ფიგურაა „ქართულ ოცნებაში“ (ივანიშვილის შემდეგ, რა თქმა უნდა), რომელსაც რეალურად თავისი პოლიტიკური გუნდი ჰყავს - როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე თბილისისა და სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში. 

 

მასთან შედარებით სუსტად გამოიყურება გიორგი კვირიკაშვილი, რომლის მასშტაბურობას ამცირებს მისი მხრიდან საბანკო სისტემის გამოხატული ლობირება, წარუმატებელი საგადასახადო რეფორმები და გუშინდლამდე კარიკატურული საკადრო პოლიტიკა განათლების სისტემაში. ამ ორთან შედარებით დიმიტრი ქუმსიშვილისა და გიორგი გახარიას „პოლიტიკური ბიზნესი“ რაღაც დროებითი ინტერესებით გაერთიანებულ ჯგუფს ჩამოჰგავს.

 

ფაქტობრივად, კახი კალაძე „ქართული ოცნების“ ფავორიტია. შეძლებს ის ჩაანაცვლოს ივანიშვილი?

 

დამოუკიდებლობა აღდგენილ საქართველოს პოლიტიკის ლიდერობა დღემდე მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული პიროვნებების ხვედრი იყო:

 

ზვიად გამსახურდია - ინტელექტუალი, დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახიდან გამოსული სსრკ დაშლისთვის მსოფლიო მასშტაბის მებრძოლო- დისიდენტი;

 

ედუარდ შევარდნაძე - საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი, ამ სისტემის დაშლითა და ბერლინის კედელის დანგრევის პროცესებით მსოფლიო მაშტაბის პოლიტიკოსი;

 

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი სისტემის მმართველობის კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრებისგან „წმენდის“ განმახორციელებელი, მსოფლიო მასშტაბის ნეო-რევოლუციონერი და პოლიტიკური ავანტიურისტი;

 

ბიძინა ივანიშვილი - საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესებით გამდიდრებული, მსოფლიო მასშტაბის მდიდარი პიროვნება.

 

ამ რიგის ჩანაცვლებაზეა საუბარი.

 

კვირიკაშვილმა, მიუხედავად დასავლეთის ლიდერების ბოლოდროინდელი დაინტერესებისა, ძნელი წარმოსადგენია, რომ შეძლოს არსებული პოლიტიკური ადაპტორის (ივანიშვილის ფორმალური მმართველობის რეალურ სახელისუფლო ძალაუფლებაში გადამყვანის) როლიდან გამოსვლა.

 

შეძლებს კახი კალაძე ამ რიგში ადგილის დაკავებას?

 

ამის შესახებ ახლა პროგნოზის გაკეთება ძნელია. ამისთვის საჭიროა კონტექსტის - ოცნების გარეთ პოლიტიკური გარემოს ანალიზი და სხვა უამრავი შემეცნებითი პროცედურის ჩატარება.

 

თუმცა, თითქმის უშეცდომოდ შეიძლება იმის თქმა, თუ რა შემთხვევაში დაკარგავს აზრს კახი კალაძის პიროვნებაზე ასეთი მასშტაბური საუბარი.

 

უპირველეს ყოვლისა, თუ ის უარყოფილი იქნება სოლოკრატიული სისტემის მიერ (სხვა უცვლელ პირობებში) მისი მერობის საწყის ეტაპზე. თუმცა შემდგომშიც ძნელი წარმოსადგენია, რომ მან შეძლოს გაიმეოროს მარგველაშვილის ქცევა. საქმე იმაში კი არაა, რომ მარგველაშვილს მხარს უჭერდა ივანიშვილი, არამედ ვინ დაუჭირა მხარი ივანიშვილთან მარგველაშვილს. კალაძის შემთხვევა სხვაა.

 

კახი კალაძის პოლიტიკური მომავალი, თუკი მას ექნება ივანიშვილის მხარდაჭერა ბოლომდე, დამოკიდებულია იმ პირველ ნაბიჯებზე, რასაც ის გადადგამს თბილისის მერის რანგში და არ გაებმება იმ ხაფანგებში, რაც მას უკვე ელოდება ამ ახალ პოსტზე.

 

თუ ის შეძლებს თავიდან აიშოროს ის, რაც დაემართა ნარმანიას და რამაც ნარმანია გახადა უგულავას პროექტების განმახორციელებელი და გამგრძელებელი იმ განსხვავებით, რომ ის ამას აკეთებდა ჩამქრალი ხალისით და ამის გარდა, ის იყო ივანიშვილის სურვილების გამტარებელი ქალაქში, რასაც ენთუზიაზმით ახორციელებდა უფლებამოსილების ბოლო წუთებამდე თბილისის საკრებულოსთან ერთად.

 

ორივე შემთხვევაში, კახი კალაძის მომავალი მასზე ბევრადაა დამოკიდებული, თუმცა ყველაფერი გადაწყდება უმოკლეს დროში - მერის საქმიანობის წარმართვიდან რამოდენიმე დღეში. უკვე ცნობილია მერის სახის, მისდამი ნდობისა და მისი პოლიტიკური პერსპექტივის გამსაზღვრელი საკითხების პირველი რიგი. ეს საკითხები კალაძემ უკვე გამოკვეთა არჩევნებიდან მერის მოვალეობის შესრულებამდე პერიოდში.

 

2. „ორმერიანობა“ (21 ოქტომბერი - 13 ნოემბერი): სატყუარა კახი კალაძისთვის

 

საარჩევნო კამპანიის აქტუალურ ფაზაში კახი კალაძის გვერდით ჩანდა ოცნების ყველა ლიდერი თბილისის მოქმედი მერის - დავით ნარმანიას გარდა. 

 

რატომ?

 

ეს ბუნებრივად აღიქმებოდა, როგორც ნიშანი, რომ კალაძე სხვაა (საარჩევნო სლოგანი: „სიცოცხლით სავსე ქალაქი“), სხვა შედეგებზეა ორიენტირებული, ვიდრე ნარმანია (საარჩევნო სლოგანი: „ერთად ვიზრუნოთ თბილისზე“) თავისი მოღვაწეობით, რომ კალაძე არ აპირებს იყოს ისეთი მერი, როგორც ნარმანიაა!

 

ოგორი მერი იყო ნარმანია და როგორ შეძლო მან თავისი 41 პუნქტიანი დაპირების შესრულება - ეს ცალკე მსჯელობის საგანია. ფაქტი ერთია - დავით ნარმანიას დამსახურება გაკეთებულში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ გაფუჭებულში. მისი მთავარი დამსახურება ისაა, რომ მან გააფუჭა იმაზე ნაკლები, ვიდრე შეეძლო! მას მთავარი მოეკითხება იმაში, რომ მან სხვას მეტის გაფუჭების უფლება მისცა, ვიდრე თვითონ გააფუჭა!

 

კალაძის წინასაარჩევნო დისტანცირება ნარმანიასთან დადებითად იქნა აღქმული - ამას არჩევნების შედეგებიც ადასტურებს. ლოგიკურად სწორი იყო პოზიცია, რომ თბილისის ახალი მერი არ იქნებოდა ძველი მერის საქმიანობის ჩვეულებრივი გამგრძელებელი, გარდა მმართველობის უწყვეტობის გამო მიღებული მემკვიდრეობითობისა. რომ ახალი მერი არ იქნებოდა უღრმეს ურბანული კრიზისში მყოფი ქალაქ თბილისის მმართველობის რუტინის მშვიდი მონაწილე.

 

ამის საფუძველს (მართალია, არა ყოველთვის) იძლეოდა კახი კალაძის წინასაარჩევნო პროგრამა (http://kaladze.ge/program).

 

„ორმერიანობის“ პერიოდში მას შეეძლო აეღო „შესვენება“ (მით უმეტეს რომ ამ პერიოდში წინა მერი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა) და ამ პროგრამის რეალიზების მექანიზმებზე დაეწყო მუშაობა. გამოეყენებინა ეს დრო მეცნიერებთან, ქალაქის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან შესახვედრად, აემაღლებინა მისი დონე ურბანისტიკაში, რომ უკვე განესაზღვრა თუ რას გააკეთებდა მერობის პირველ დღეს 13-ში ( 13 ნოემბერი - ახლადარჩეული მერის საქმიანობის დაწყების პირველი დღეა): პირველი, მეორე, მესამე და ა.შ. თანმიმდევრობით.

 

ის მოიქცა საპირისპიროდ. აღნიშნულ პერიოდში მთელი მისი ქმედებები მიმართული იყო იმის სადემონსტრაციოდ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ნარმანიას გაუჩინარება ეს იყო შემთხვევითი ამბავი.

 

10 ნოემბერს - დავით ნარმანიას მიერ თავისი მერობის სამწლიანი პერიოდი (2014 – 2017 წწ.) შეჯამების ღონისძიებაზე - კახი კალაძემ ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ ის ნარმანიას შექმნილ „საძირკველზე“ აპირებს პროგრამების განხორციელებას, რაც ფაქტობრივად ნარმანიას საქმის გამგრძელებლად პოზიციონირება იყო.

 

იყო აქ კიდევ ერთი დეტალი. კახი კალაძის თქმით „ დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა“.

 

ეს თუ აუდიტორიული დიპლომატიით ნათქვამია მაშინაც და თუ სიტუაციის შეფასებაა, მით უმეტეს, მაშინ გაათკეცებით ხიფათის შემცველია. 

 

ისმება კითხვა: დავით ნარმანიამ რთული, არასახარბიელო მემკვიდრეობა მიიღო, მაგრამ როგორი მემკვიდრეობა მიიღო კალაძემ? თუ კალაძემ მიიღო „საძირკველი“ მემკვიდრეობა და რეალურად აღმოჩნდება რომ ეს გადაჭარბებული შეფასებაა, ცოტა ხანში ხომ თავს იჩენს შედეგებში და ამაზე პასუხისმგებელი ხომ უკვე კახი კალაძე გახდება?!

 

დავით ნარმანიას აზრით, კახი კალაძეს და „ახალ გუნდს თბილისში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა დახვდება, ვიდრე ჩვენ დაგვხვდა, როცა ჩავიბარეთ თბილისი“.

http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/460148-ver-vityvi-rom-raghac-ukheshi-an-gamoustsorebeli-shecdoma-davushvi-asethi-ar-mqonia.html

 

მაგრამ რაშია უკეთესობა ხომ უნდა იყოს ცნობილი? ან უკეთესის ქვეშ რა გვესმის? რამდენიმე ბაღი, ქუჩის რემონტი და ა.შ. ჩამონათვალი? ნარმანია სპეციალისტია და კარგათ იცის ქალაქის განვითარების ინდიკატორები და ამ ინდიკატორებით უნდა გამოხატოს წარმატებები.

 

ქალაქისთვის გაკეთებული საქმეების ცალობით - ავტობუსებისა და საბავშვო ბაღების რაოდენობით გაზომვა პრიმიტივიზმია. რამდენი ავტობუსი იყიდა მერიამ ეს კი არაა მთავარი, არამედ რა შედეგი ჰქონდა ამას - რამდენით შემცირდა მოქალაქეთა მგზავრობის დრო, ან რამდენი ადამიანი გადაჯდა კერძო ავტომობილიდან ავტობუსზე? ქალაქის შედეგები იზომება იმით, თუ როგორ გაუმჯობესდება ქალაქში ადამიანების ცხოვრების ხარისხი, საცხოვრებელი გარემო. თუ ააშენებ 100 საბავშვო ბაღს და დააკმაყოფილებ ბავშვების 50% -ს ეს გაუკეთებელი საქმეა! დანარჩენი 50% ბავშვები დაჩაგრე? გაკეთება იწყება 100%- დან, როდესაც იტყვი, რომ შენ საბავშვო ბაღებში გაქვს 5-10% დაუტვირთავი ადგილი და მზად ხარ მოუწოდო მოსახლეობას შობადობის გაზრდისკენ. 

 

რამდენი ხე დაირგო ეს კი არაა საანგარიშგებო მაჩვენებელი, არამედ თუ რამდენი კვადრატული მეტრი მწვანე საფარი მოდის მოსახლეობის ერთ სულზე და შეძლო ქალაქმა თუ არა ცივილურ მაჩვენებლებზე გასვლა? როდესაც ეს მაჩვენებელი დღეს 3-ის ტოლია და უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი თქვენი შემოთავაზებული ტემპით როდის გადაიჭრება პრობლემა? 30 – 35 წლის შემდეგ? 

 

მაჩვენებელია მშპ ქალაქში შექმნილი, საკუთარი შემოსავლებით ექსკლუზიური ფუნქციების რა წილს აკმაყოფილებს თბილისი, როგორია 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა, მცირე ბიზნესის განვითარება, უმუშევრობის დინამიკა და ა.შ. 

 

საქმეს აწყობს სწორი შეფასება. ჩვენ ნარმანიას საქმიანობის უკეთ წარმოჩენა გვინდა, თუ კალაძის წარმატებული საქმიანობა?

 

ვის აწყობს გადაჭარბებული შეფასება? 

 

ნარმანიას პერიოდში მოქმედ პირებს.

 

ამასთან აწყობთ, რომ ყველაფერი ნეგატიური ნარმანიას „ჩამოეკიდოს“, თითქოს არ იყო საკრებულო, ადმინისტრაცია, თბილისის მთავრობა და ათასი ვიღაცა.

 

აბა როგორ ავხსნათ, საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მიერ გამოთქმული აზრი (10 ნოემბერი):

 

„დავით ნარმანიას ტროტუარებიც კი გაყიდული დახვდა - რა პირობებში უხდებოდა ამის გამოსწორება, ეს ცალკე თემაა.“

 

კი არ „დაგვხდაო“, არამედ „დახვდაო“?!

 

კი არ „გვიხდებოდაო“, არამედ „უხდებოდაო“?!

http://www.interpressnews.ge/ge/politika/462310-giorgi-alibegashvili-davith-narmanias-trotuarebic-ki-gayiduli-dakhvda-ra-pirobebshi-ukhdeboda-amis-gamostsoreba-es-calke-themaa.html?ar=A

 

დავით ნარმანიას თვითშეფასება 10 ბალიანი სისტემიდან 8 ბალია. 

 

გარდა თვითშეფასებისა არსებობს შეფასება გარედან, სხვის მიერ (ეხლა არ ვიხილავ ამ საკითხს, მაგრამ თუ 1 მლნ ხის ნაცვლად დარგე 700 ათასი, უკვე აქ 7 ქულაზე მეტი ვერ იქნება 10 -დან და ასე უნდა შეფასებას გაყოლა ყველა 41 პუნქტში).

 

ეს შეფასება აუცილებელია მომავალი თბილისის მმართველებისათვის.

 

სიტუაციის რეალური შეფასება იმათ მიერ ვინც უშუალოდ თბილისის მმართველობაში მონაწილეობით არაა დაინტერესებული უნდა იყოს განსაკუთრებით გასაგები. ინტერესი - თბილისის წარმატებაა, რაც მის წარმატებულ მმართველობის გარეშე ვერ იქნება.

 

კახი კალაძე როდესაც დავით ნარმანიასთან დისტანცირების ანულირებას ახდენდა, ეს უკანასკნელი მას დღის წესრიგს უქმნიდა იმ საქმეებით, რომელიც მაც უნდა დაესრულებინა და არ დაასრულა. ეტყობა მას ბევრი მხარდაჭერი ჰყავს ამ საქმეში. 

 

დაკვირვებული თვალი შეამჩნევს თუ როგორ დააწყვილეს ნელ-ნელა კახი კალაძე და „სი თი პარკი“, კახი კალაძე და გენგეგმა.

 

სინამდვილეში უნდა იყოს კახი კალაძე და პარკირების ადგილების ზრდა და პარკირების სისტემის მოწესრიგება, კახი კალაძე და სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვის, ქალაქთმშენებლობის მოწესრიგება, კახი კალაძე და თბილისის საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა და სხვა. იმ ფორმატითა და მასშტაბით, რაც საარჩევნო პროგრამაშია და რასაც წარმოადგენს ქალაქ თბილისის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, ბუნებრივ-ბიოლოგიური, ტექნიკურ-ტექნოლოგიური სისტემა.

 

გასაგები რომ იყოს, მეთევზის ტერმინებით ვიტყვი, კახი კალაძე ამ „ანკესზე წამოეგო“.

 

მთელი პერიოდი მიუძღვნა „სითი პარკს“, მშენებლობების ბედზე დაპირებებს, ტუალეტების საკითხსაც კი, პიარ აქციებს.....

 

კარგია მიწისქვეშა გადასასვლელების გარეცხვა, მაგრამ ამისთვის ხომ სპეციალური სამსახური არსებობს? საზოგადოებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით ეს კარგია, მაგრამ მმართველობის თვალსაზრისით, არაეფექტიანია. სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც იმუშავებს. ერთეული საჩვენებელი პოლიტიკური „პიარი“ აქ არ ვარგა. 

 

ამას ახლადარჩეული, ჯერ მოვალეობას არ შემდგარი მერი რომ აკეთებს, სად არის ამ ჯერ კიდევ ფუნქციონირებადი მერი? საკრებულო?

 

კახი კალაძე მინისტრობიდან მერად პოლიტიკური წონის გასაძლიერებლად რომ წავიდა ეჭვი არ არის. თუმცა პოლიტიკური ფიგურა - მინისტრი სხვა დონეა მმართველობის, სულ სხვაა ადგილობრივი თვითმმართველობა. თუ სამინისტროში ის იყო ერთპიროვნული მმართველი და ენერგეტიკაში დადგმული სიმძლავრეები და ელექტოენერგიის გენერაცია იყო ყურადღების ობიექტი, თვითმმართველობაში უკვე მისი განაწილება და მისი მოხმარებაა საყურადღებო. ამასთან თითოეული მომხმარებელია ზრუნვის საგანი. ავადმყოფი, სტუდენტი, საბავშვო ბაღი, რომელმა ბავშვმა გაყინული ხორცით დამზადებული კერძი მიიღო და რომელმა არა, კატასტროფები, ზეიმები, ნარკომანია, ქალაქში მიწის ზემოთ, მიწის ქვემოთ, ჰაერში, წყალშ რაც ხდება - ყველაფერი მერის საფიქრალ-სამოქმედო კომპეტენციაშია. 

 

კახი კალაძეს მინისტრობას ჰქონდა ჩრდილოვანი მხარეები: როგორც ჩვენ ვიცით, ესაა „გაზპრომთან“ დადებული საქართველოსთვის წამგებიანი ხელშეკრულება, ხუდონესისა და ნენსკრაჰესის მეგაპროექტების განუხორციელებლობა, ენერგეტიკის პოლიტიკისა და ენერგეტიკის რეგულაციის სისტემის აღრევა, ენერგეტიკაში სახელმწიფო მონოპოლიზმის კერძო მონოპოლიზმით ჩანაცვლებისადმი შეგუება. ყველა ეს პროცესი ეხება სახელმწიფოს, აზიანებს მას და შესაბამისად, ირიბად ეხება მოსახლეობას. 

 

თუმცა, მოსახლეობის მიერ მინისტრების საქმეების საკუთარ ცხოვრებაზე გავლენის აღქმა ნაკლებია, ვიდრე ამას ადგილი აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელთა საქმიანობისას. მატერიალურად დასახელებულზე ათასჯერ ნაკლებ ზარალს აქ შეიძლება ათასჯერ მეტი რეაქცია მოჰყვეს. შეძლებს ამ სიმძიმეებ მობმული კახი კალაძე წინა პოლიტიკური სიმაღლეებზე დაბრუნებას და კიდევ უფრო წინ წასვლას?

 

კახი კალაძეს აღმოაჩნდა მმართველობის კარგი უნარი, მან დახვეწა მსჯელობა, როგორც იტყვიან „გაიზარდა პოლიტიკურად“, მაგრამ მისი ფუნდამენტური განათლების ნაკლოვანებები, სუსტი კავშირები აკადემიურ და სამეცნიერო წრეებთან, დიდფულიანობა (მეტის შოვნის სურვილი) ხომ არ იჩენს თავს მრავალფუნქციური საქმიანობის დროს?

 

ამის პირველი გამოცდა მას ელის უკვე უახლოეს ხანში იმ საკითხებში, რომლის დღის წესრიგი მას შეუდგინეს და მასში „გახვიეს“. 

 

პირველი შეცდომები უკვე დაშვებულია.

 

მერობის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე კალაძეს უნდა ჰქონოდა სტანდარტული პასუხი ყველა საკითხზე: მერიაში მივალთ, ვაკომპლექტებთ გუნდს და შევუდგებით დანაპირების შესრულებას. შეცდომაა, როდესაც ქალაქის მერიას ჰყავს ასობით პროფესიონალი თანამშრომელი, საკრებულო (სულ მერიის სისტემაში 25 ათას კაცამდეა დასაქმებული!) და ამ დროს ჯერ მოვალეობის არ შემსრულებელი მერი იწყებს ცალკეული საკითხების გადაწყვეტას.

 

უფრო სწორად მოხდა მისი პროვოცირება გარკვეული საკითხებით. 

 

ერთ-ერთი საკითხია „სითი პარკი“. 

 

9 ნოემბერს კახი კალაძე განაცხადა, რომ „სითი პარკის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას წარმართავს, რომ „სამართებლივი გზით წავა.“

 

მისი სიტყვებია: „ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. თუნდაც, სტატისტიკა, რომ ვნახოთ, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდ არის გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - ეს კომპანია არაკანონიერად მოქმედებს? ამიტომ ჩვენ მივუდგებით სამართლებრივი გზით. სამართლებრივი გზით წასვლაზე როდესაც ვსაუბრობ, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ იურისტები ჩაერთვებიან და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“.

 

უკვე მეორე დღეს, 10 ნოემბერს, მას მოუწია თქმა: „სიახლე არაფერი მითქვამს. მე ამას ვამბობდი წინასაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც. იქნება სამართლებრივი გზით ბრძოლა. არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ისინი", გულისხმობდა „სითი პარკს“.

 

ეს იყო მეორე შეცდომა: როგორ შეიძლება ედავებოდე ვინმეს და მისი აზრი არ გაინტერესებდეს?

 

ეს იყო გამოხმაურა იმავე დღეს „სითი პარკის“ მედიაკომუნიკაციების მენეჯერის ლევან ტაბიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ახლადარჩეული მერის 1. სტატისტიკა სინამდვილეს არ შესაბამება, გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0.2% ხდება სადავო და ამ დავის შემდეგაც ნახევარზე მეტს კომპანია იგებს და 2. რომ „კომპანია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია თბილისის მერიასა და კომპანიას შორის“.

 

აქ სითი პარკის წარმომადგენელმა ამხილა ახალი მერი 1. რბილად რომ ვთქვათ არაინფორმულობაში და 2. მიუთითა მერს უდანაშაულობის პრეზუმციის პატივისცემისკენ.

 

„სითი პარკის“ წარმომადგენელმა ეს კამათი დაამთავრა წინადადებით: 

 

„იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და „სითი პარკის“ ხელმძღვანელებს ექნება შესაძლებლობა, რომ თბილისის არჩეულ მერს მიაწოდონ ამომწურავი, სრული და ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კომპანიის საქმიანობა და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი, რომელიც თბილისის მერს დააინტერესებს“.

 

ახალ მერს აქვს ეს კითხვები?

 

ჩვენს მიერ არჩეული მერი დარჩა მარტო შპს-ის პირისპირ კამათში. ათასობით შპს-ს როგორ უპასუხებს? ამიტომ არსებობს სამსახურები და მათზე უნდა გადანაწილდეს საქმეები. მერმა თუ გადასავლელები რეცხა, ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე ვინ იმუშავებს? მერმა ყველა შპს-ს საქმე თუ არჩია ქალაქის საბიუჯეტო პოლიტიკას ვინ განსაზღვრავს?

 

მართვა- მეცნიერებაა მისი კანონებით. მართვის შედეგიანობა გაზომვადია.

პოლიტიკოსობა განსხვავდება სამეურნეო-თვითმმართველობების მართვისგან. კანალიზაცია ერთი და იგივე პრინციპით მუშაობს როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პოლიტიკოსისათვის.

 

პრობლემების არც წამოწევა, არც გადაწყვეტა პირველი პირით არ უნდა დაიწყოს. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ქცევა აწყობს ბიუროკრატიას, როგორც სისტემას. ყველაფერი ბრალდება ერთ პირს-პირველ პირს. ასეთი მმართველობის დროს პირველი პირი უშვებს შეცდომებს, ზოგჯერ კერძო ინტერესებიდან გამომდინარე სჩადის უკანონობას, რაც ბოლომდე არავის არ შერჩენია ან აქ, ან იქ. დაუსჯელი რჩება ამ პირის ქვეშ არსებული „მმართველი ელიტა“, რომელიც სჩადის ათასგზის მეტ დანაშაულს, პირველი პირის დანაშაულს ამოფარებულები. 

 

კახი კალაძე საჯაროდ აცხადებს, რომ რაც გაკეთდება იქნება არა „ჩემი“, არამედ „ჩვენი“. ეს კარგია, მაგრამ მის შეცდომებზე ბევრს მოუნდება მიერთება?!

 

თუ გუნდურ თამაშს თამაშობს კახა კალაძე, მაშინ რატომ დაიწყო „მე“-ზე დაყრდნობით საუბარი და მოქმედება, ვიდრე კანონიერად ჯერ კიდევ სხვა მერი ფუნქციონირებდა? რატომ მიაყენა შეურაცხყოფა გადასასვლელების გარეცხვით ნარმანიას, რომ ის უფრო მეტი სისუფთავის მომტანია, ვიდრე მოქმედი მერი?

 

აქ გამოჩნდა კიდევ ერთი შეცდომა: არსებული შესაძლებლობების გამოუყენებლობა.

 

თუ გუნდური თამაშია, მაშინ ხომ უნდა ეკითხა კალაძეს „სითი პარკზე“ ნარმანიასთვის თავისი აზრი?

 

ან, თუ ერთი გუნდია, საჯაროდ ნარმანიას უნდა გადაეწურა წყალი კალაძის პოზიციისთვის, თუ ეს უნდა ეთქვა კულუალურად?

 

2017 წლის 10 ნოემბრისათვის დავით ნარმანიას აზრი კახი კალაძის „სითი პარკისადმი“ გამოთქმულ პოზიციაზე შემდეგია: „არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველი შემთხვევისთვის კარგია, რომ კიდევ უფრო მეტი რამის ცდა მოხდება. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ მისი მტაცებლური პოლიტიკა რამენაირად შეიცვალოს“.

http://for.ge/view.php?for_id=51124&cat=3

 

ნარმანიას ეს აზრი იცოდა მანამდე კალაძემ? ნარმანიას ნათქვამი ხომ უბრალო ნათქვამი არ არის. ის ხომ იმ კაცის ნათქვამია, რომლის „საძირკველზე“ უნდა გააგრძელოს საქმეები კალაძემ, მათ შორის „სითი პარკთან“? ნარმანიამ უნდა უპასუხოს რატომ? ნარმანიამ ხომ ამ საკითხში ალბათ ყველაზე მეტი იცის საქართველოში. მაშინ, როდესაც კალაძე არ ეკითხება გუნდის წევრს ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ მოსახლეობის მართვაში მონაწილეობისთვის ასობით კეთილგანწყობილი, ან პირიქით მოსაზრების მოსმენისთვის ის მზადაა.

 

დავით ნარმანიას სამწლიანმა გამოცდილებამ და ახალმა - უთანამდებო მდგომარეობამ ათქმევინა სიმართლე: „ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ მისი მტაცებლური პოლიტიკა რამენაირად შეიცვალოს“. ეს ფასეული და გასათვალისწინებელი აზრია, მაგრამ ეს რომ ეთქვა ნარმანიას მერობის დროს, მაშინ იქნებოდა ის საზოგადო კაცი. არ იქნებოდა უზარმაზარი საზოგადოებრივი დანახარჯი. სხვა რომ არაფერი, დედაქალაქმა და ქვეყანამ გაფლანგა სამი წელიწადი ისე, რომ სამომავლო არაფერი შეუქმნია.

 

ეს უნდა გაითვალისწინოს კალაძემ. ის, როგორც ქალაქის მერი, კერძო კაციდან საზოგადო კაცად უნდა იქცეს! 

 

2017 წლის 17 იანვარს სამართლის დოქტორის ავთანდილ კახნიაშვილის „სითი პარკის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე კახნიაშვილის მხარეს -„ხალხს და თბილისს“ წარმოვადგენდით ორი კაცი, ხოლო „სითი პარკის“ მხარე წარმოდგენილი იყო თავისი იურისტებითა და დავით ნარმანიას დაქვემდებარებული მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელით, რომლებიც ერთად იცავდნენ „სითი პარკის“ საქმიანობის „კანონიერებას“ და ბედნიერ მომავალს.

 

ეს- ქართული ოცნების, მერიის, დავით ნარმანიას ისტორიის სასიქადულო ფურცლებია, რომლის ასე უბრალოდ გადაშლა ვერ მოხდება.

 

 3. „სითი პარკისთან“ მიმართებაში კალაძის ნარმანიზაციის თავიდან აშორებისა და ტრიუმფის შანსი

 

„სითი პარკი“ - ეს არის თბილისელების ხარჯზე გამდიდრების უგულავას დროინდელი ურისკო ბიზნეს პროექტი (ქალაქის ცენტრალურ ადგილებში დღისით მანქანების რაოდენობა 15-ჯერ აღემატება სადგომების რაოდენობას, ანუ თეორიულად პარკირების დარღვევა გარანტირებულია ყოველი 15 მანქანიდან 14 შემთხვევაში!). 

 

დღეს „სითი პარკი“ გახდა საქართველოს ხელისუფლებისა და თბილისელების საზომ-საწონ მაჩვენებელი. ხელისუფლების შემთხვევაში აჩვენებს ხელისუფლება ქმედითი და წესიერია თუ არა. ხალხთან მიმართებაში იმის მაჩვენებელია, თუ რა დონეზეა დღეს ეროვნული ენერგია. თუ თბილისელები თბილისს ვერ ათავისუფლებენ „სითი პარკისგან“ მიტაცებულ ქუჩებსა და ტროტუარებს, მაშინ ქვეყნის დაპყრობილ ტერიტორიების გათავისუფლების ენერგია როდის დაგროვდება?!

 

თბილისელები კანონმორჩილი ხალხია და თვლიან, რომ „სითი პარკის“ საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა ყველა მაჩვენებლით მოთმინების ეს ფიალა სავსეა.

 

„სითი პარკი“ ნაციონალური ხელისუფლების დამახასიათებელი მოვლენაა, რომლის გამოც ხალხმა პოლიტიკურად დასაჯა ის ხელისუფლება. ახალი პოლიტიკური ძალა როდესაც მოდის, ბუნებრივია მას ხვდება მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებისგან ყველაფერი- კარგიც და ცუდიც. სწორი საქციელია, როდესაც ცუდს გამოასწორებ და კარგს გაამრავლებ.

 

ამ აზრს იზიარებდა თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია, როდესაც 2014 წელს ამბობდა:

 

-“სითი პარკს” სერიოზულ პასუხს მოვთხოვთ და ხელშეკრულებას აუცილებლად გადავხედავთ”;

 

-„სითი პარკთან” კაბალური ხელშეკრულების გაფორმება“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა“;

 

-“ჩვენ ამ კომპანიას პასუხს ძალიან სერიოზულად მოვთხოვთ. ასევე სერიოზულ პასუხს მოვთხოვთ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ამ ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებლები. ამ შემთხვევაში ჩვენ ხელშეკრულებას აუცილებლად გადავხედავთ და რა თქმა უნდა, მათ მოეთხოვებათ ის, რომ დამატებითი პარკირების ადგილები ააშენონ თავიანთი ფულით, როგორც მიწიქვეშა, ასევე მრავალსართულიანი მიწისზედა ავტოსადგომები”.

 

დავით ნარმანია თბილისის მერად 2014 წლის 15 ივნისს აირჩიეს.

 

მერის მოვალეობის აღსრულების პირველ თვეებში დავით ნარმანიას განცხადებები ტიპიური იყო. მაგალითად, 2014 წლის 22 დეკემბერს ის ამბობდა:

 

- "სი თი პარკი" დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში“ "სითი პარკი" ფულს აკეთებს და მეტს არაფერს“;

 

- „ჩვენ ახლა მალე ვამთავრებთ "სი თი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ და ფინანსურ ანალიზს და შესაბამის რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი დაკვეთით ახორციელებს უცხოური აუდიტორული კომანია "ერნსტ ენდ იანგი". მის დასკვნაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები“. 

 

2016 წლის 16 ნოემბერს კი დავით ნარმანია უკვე ლოიალურ პოზიციას გამოხატავს და აცხადებს: „ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან“.

 

კახი კალაძემ, როგორც მერობის კანდიდატმა 2017 წლის 29 აგვისტოს განაცხადა „სითი პარკის“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით:

 

„ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არის გაფორმებული. როცა მე მერი გავხდები, აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ გამოინახოს სამართლებრივი შესაძლებელობები, რომ ეს ხელშეკრულება იყოს გაუქმებული. პირდაპირ ამ კომპანიის ინტერესშია, რომ ქალაქში არ იყოს გასაჩერებელი ადგილები, რადგან, რაც ნაკლებია გასაჩერებელი ადგილი, ეს კომპანია უფრო მეტ ჯარიმას წერს, აღიზიანებს მოსახლეობას და თბილისის მოსახლეობას უწევს ჯიბეების დაცარიელება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის ცვლილებაზეც ვიმუშავებთ“

http://www.bm.ge/ka/article/quotsiti-parkiquot-da-tbilisis-merobis-kandidatebi-/13723

 

ამ შემთხვევაში: კალაძე- 2017 ერთი ერთში ნარმანია - 2014-ია!!!

 

მერად არჩევის შემდეგ და მერობის ფუნქციის შესრულებამდე, კახი კალაძემ გააგრძელა აღნიშნული რიტორიკა და ზემოთმოტანილი ისტორიის გამო „სითი პარკის“ საკითხი აქცია მისი საქმიანობის შეფასების ერთ-ერთ მთავარ დღის წესრიგის საკითხად.

 

ბუნებრივია ისმება კითხვა: იგივე აგვისტოში რა უშლიდა კახი კალაძეს და ქართულ ოცნებას განეხორციელებინათ აღნიშნული ქმედებები „სითი პარკის“ მიმართ? მათი პარტიული მერი და მათი პარტიული უმრავლესობა საკრებულოში ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ხომ საკმარისი იყო?

 

დავით ნარმანიამ, მერობის დასაწყისში როდესაც გამოაცხადა „სითი პარკის“ - ამ სიმახინჯის- დამარცხების შესახებ (მანაც იგივე შეცდომა დაუშვა, რაც დღეს კალაძემ, როდესაც საკითხს ერთპიროვნული დაპირისპირების ფორმა მისცა) შეიქმნა კრიტერიუმი: თუ ნარმანია „სითი პარკის“ ხელშეკრულებას ვერ აუქმებს ის ან უუნაროა, ან კორუმპირებული, ან ორივე ერთად.

 

ეს წარმოდგენა დავით ნარმანიაზე ამ საკითხში ძალაშია დღესაც. საწინააღმდეგოს დამტკიცება მას არ უცდია.

 

ეს კრიტერიუმი უკვე მოქმედებს კახი კალაძესთან მიმართებაში.

 

ეხლა მთავარია რაც დახვდა (მიუხედავად იმისა ვისგან) იმასთან მიმართებაში როგორ მოიქცევა კალაძე?

 

თუ კალაძეც ნარმანიასავით შეეგუება „სითი პარკს“, მაშინ ყველა ეს ხმაური ყოფილა დაკავშირებული „სითი პარკთან“ ციკლურ გარიგებასთან - ახალი მერი ახალი პირობები, ამასთან კალაძეც ყოფილა ან უუნარო, ან კორუმპირებული, ან ორივე ერთად.

 

„სითი პარკმა“ მიიღო მერად ნარმანია და გააცილა ის.

 

„სითი პარკი“ ღებულობს მერად კალაძეს და გააცილებს მას?!

 

კახი კალაძეს ნამდვილად სურს რომ, ის არ გააცილოს „სითი პარკმა“?!

 

ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული სასამართლო პროცესი. დღეს სამეურნეო დავები სასამართლოს გადატვირთულობის გამო წლობით მიმდინარეობს. შესაძლებელია სასამართლო პროცესი ისე გაიჭიმოს/ გაჭიმონ, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილების დროისთვის არც კალაძე იყოს მერი და „სითი პარკს“ თავისი საქმე მომთავრებული ჰქონდეს!

 

შპს „სითი პარკი“ შეიქმნა 2007 წლის 9 ნოემბერს თბილისში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ შექმნილი კონსორციუმის მიერ ამავე აუქციონის პირობების შესაბამისად, რომელმაც 2007 წლის 7 დეკემბერს გააფორმა ხელშეკრულება თბილისის მთავრობასთან და 15 წლის ვადით პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.

 

ასე რომ, ამ ჯახირში 10 წელი უკვე გავიდა და დარჩა 5 წელი!

 

თუ კალაძე ვერ გადაწყვეტს „სითი პარკის“ საკითხს, რომელიც ნარმანიამ ჩახმახზე შეყენებული თოფივით დაუტოვა, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ რომელიმე ფაქტმა გადაავსოს თბილისელების მოთმინება და მივიღოთ „სითი პარკის“’ „ბახტრიონი“. 

 

„სითი პარკთან“ კალაძის მოქმედებების ნარმანიზაციის სცენარით განვითარებისას კახი კალაძის ავტორიტეტი ძალიან დაზარალდება და პოლიტიკური აღმასვლისთვის ეს მისთვის ძნელად გადასალახავი ბარიერი იქნება!

 

ასე რომ არ მოხდეს, საკითხი უნდა გადაწყდეს მყისიერად. კახი კალაძის მერის კაბინეტში შესვლიდან პირველივე დღეებში. შემდეგ რამოდენიმე დღეში ქალაქმა უნდა მიიღოს პარკირების საკითხის გადაწყვეტის ახალი, ალტერნატიული კონცეფცია და მოქმედების გაწერილი გეგმა, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა ასახული იქნება უახლოეს 2018 წლის ბიუჯეტში.

 

ამით, კახი კალაძე არა მარტო აღადგენს „ორმერიანობის“ პერიოდში შერყეულ ნდობას, არამედ აიყვანს მას სრულიად ახალ ხარისხში, რომელსაც თან ეხლება ასი ათასობით ადამიანის სიხარული და მადლიერება. 

 

ბედნიერია ხელისუფალი, ვისაც ასეთი შანსი ეძლევა!

 

4. გახდება კახი კალაძე  თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულების „ მონაწილე?!

 

პირველი დღეებისს წარმატებას სჭირდება გამყარება მომდევნო მნიშვნელოვანი და ეფექტიანი, ხალხის, ქალაქის, ქვეყნის, აწმყოსა და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებებითა და გადაწყვეტილებებით. 

 

რა უნდა იყოს მომდევნო საკითხი? ეს საკითხიც „სითი პარკის“ ტიპისაა. ისიც ხაფანგივით გაიჭიმა კახი კალაძის ქალაქის მერის ფუნქციის შესრულებამდე და ეს საკითხიც, ისე როგორც პირველი ხელოვნურად დაფიქსირდა მის დღის წესრიგში.

 

ეს არის „გენგეგმა“! მთავარი მოქმედი პირი “სითი ინსტიტუტი საქართველო“!

 

ეს არის „თბილისის წინააღმდეგ შეთქმულებაში“ ახალი მერის ჩაბმის საკითხი. კახი კალაძის მასში ჩაბმა მაშინ დაიწყო, როდესაც მისი წინასაარჩევნო პროგრამა შედგა. პროგრამაში ნათქვამია, რომ „მერია საბოლოოდ დაამუშავებს და დაამტკიცებს თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმას, რომელიც შეასრულებს თბილისის ურბანული განვითარების ქვაკუთხედის ფუნქციას. გენერალური გეგმა იქნება სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებული, წლებზე გათვლილი ქალაქის „კონსტიტუცია“. გენერალური გეგმა შექმნის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების ახალ პარადიგმას, რომელიც იქნება არა მხოლოდ დედაქალაქის განვითარების ახლებული ხედვა, არამედ გახდება მაგალითი საქართველოს სხვა დიდი ქალაქების განვითარების კონცეფციებისთვის.“

 

კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში ნარმანიას სამი წლის წინანდელი თეზისია გამეორებული.

 

დავით ნარმანიას 2014 წლის 12 ივლისს მერის არჩევნების წინასაარჩევნო პროგრამაში ნათქვამია: „სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავებთ ქალაქის განვითარების გეგმას“, რომ დასრულდება “თბილისის განაშენიანების სრულფასოვანი გენერალური გეგმის შედგენა“.

 

ეხლა ცნობილია, რომ ნარმანიან თავისი დაპირება არ შეასრულა, მაგრამ კალაძის პროგრამის დაწერის დროს ხომ ამის ცოდნა შეუძლებელი იყო?

 

კალაძე მიწათსარგებლობის გეგმის მიღების პერსპექტივაზე საუბრობდა, მაშინ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) მიღების ანონსი მერიის ხელმძღვანელობას უკვე მიცემული ჰქონდა. 

 

უფრო მეტიც, მთელი ივლის-აგვისტოს უკვე „არსებული“ მგგ-ს განხილვები მოაწყვეს. 

 

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე ა.წ. 8 ივლისს გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ. შემდგომში: „მასალები“) წარუდგინა“ (http://tas.ge/?p=news&menuItemId=7105). იქვეა მოცემული ეს მასალები.

https://drive.google.com/file/d/0B_nA9I8RJ6VSNkJaeThHaHNqNVU/view

 

 

18 ივლისს თბილისის მერიის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვები დაიწყო. პირველი შეხვედრა ქალაქ თბილისის საკრებულოში გაიმართა“ (http://www.tbilisi.gov.ge/news/3869).

 

ამ მასობრივი ფარსის, სამწუხაროდ საპატიო ადამიანებისა და ინსტიტუტების მონაწილეობით, მხილებით გამოაშკარავდა სწორედ თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულება“.

 

საკითხის დეტალებით დაინტერესებული მკითხველმა შეიძლება 

ნახოს (სხვას შეუძლია გამოტოვის კითხვისას - შინაარსის აღქმაზე ეს გავლენას არ მოახდენს) ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აქტივობები: 

11.08.2017. 

 

მიხეილ ჯიბუტი - „შეთქმულება“ თბილისის წინააღმდეგ“ http://iverioni.com.ge/16402-mikheil-jibutishethqmuleba-thbilisis-tsinaaghmdeg.html 

15.08.2017.

 

მიხეილ ჯიბუტი - “სად არის თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულების“ ნამდვილი მიზეზი?“

http://iverioni.com.ge/16403-mikheil-jibuti-sad-aris-thbilisis-tsinaaghmdeg-shethqmulebis-namdvili-mizezi.html

15.08.2017

 

მიხეილ ჯიბუტი სტუმრად დავით აქუბარდიასთან. თემა: რას გვთავაზობს თბილისის მერია მიწათსარგებლობის გენგეგმის სახით? https://www.youtube.com/watch?v=Ioz0GGYfSlU ნაწილი 1- სპექტრი - კავკასიაTV.

 

მიხეილ ჯიბუტი სტუმრად დავით აქუბარდიასთან. თემა: რას გვთავაზობს თბილისის მერია მიწათსარგებლობის გენგეგმის სახით?

 

https://www.youtube.com/watch?v=PjlKSRLtpI4 ნაწილი 2 - სპექტრი - კავკასიაTV. 

19.08.2017

 

მიხეილ ჯიბუტი: როგორ ჩავაქროთ თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულების“ კერა?

http://iverioni.com.ge/16405-mikheil-jibuti-rogor-chavaqroth-thbilisis-tsinaaghmdeg-shethqmulebis-kera.html

21.08.2017

 

მიხეილ ჯიბუტი: „მთელი სისტემა მუშაობს ბოლო 25 წელია, იმ მიზნით, რომ თბილისში არაფერი მოწესრიგდეს და ეს უკავშირდება თბილისის მიწას“

http://www.info9.ge/politika/176737-mikheil-jibuti-mtheli-sistema-mushaobs-bolo-25-tselia-im-miznith-rom-thbilisshi-araferi-motsesrigdes-da-es-ukavshirdeba-thbilisis-mitsas.html?lang=ka-GE

 

აღნიშნული მასალები იმ პერიოდში სხვადასხვა ფორმით გამოქვეყნდა გაზეთებსა და სხვა სააგენტოების მიერ.

 

2017 წლის 19 აგვისტოს წერილიდან ციტატი: 

 

„დასკვნისთვის შევადარე ერთმანეთს: ერთი მხრივ, „თვითმმართველ ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გეგმარებითი დავალება“ და „საკონკურსო განცხადება“ და მეორე მხრივ, წარმოდგენილი „მასალები“, რის საფუძველზეც გავაკეთე დასკვნა, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შედეგს - ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ პროექტს!!! რომ მასში არ არის „გეგმარებითი დავალების“ მიხედვით განსაზღვრული „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი“ (გვ.22). ის რაც წარმოდგენილია არის სამუშაო, ნედლი მასალა მგგ პროექტისათვის. ამ მასალის მიმართება მგგ პროექტთან ისეთივეა, როგორც მორისა საწნახელთან, თიხისა ქოთანთან, ტვინისა ცოდნასთან.

 

 

დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: წარმოდგენილი სახით მასალის, ძირეული გადამუშავების გარეშე, რაიმე ნორმატიულ დოკუმენტად მიღება წარმოუდგენელია. რაიმე ნორმატიული აქტის პროექტად წარმოდგენის საშუალებას არ იძლევა ეს მასალა ფორმალურადაც“

http://iverioni.com.ge/16405-mikheil-jibuti-rogor-chavaqroth-thbilisis-tsinaaghmdeg-shethqmulebis-kera.html

 

აქ კვლავ თავს იჩენს კითხვა: ერთი გუნდი არ არის? ნარმანიასგან არ იყო კალაძე მგგ-ს შესახებ ინფორმირებული? რატომ?

 

ნარმანიამ ხომ იცოდა, რომ წარმოდგენილი მასალები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. მან ხომ იცოდა, რომ „ბლეფობდა“ და განხილვების დროს რაიმე მგგ-ის პროექტს კი არ იხილავდა, არამედ აწყობდა მსჯელობას თბილისთან დაკავშირებით. თავი დაიზღვიეს.

 

კალაძეს შეაჩეჩეს („he vas framed“, „его подставили“) ეს საკითხიც.

 

სამწუხაროდ, ისე როგორც „სითი პარკისთან“ მიმართებაში კახი კალაძემ „ორმერიანობის“ პირობებში დაიწყო არაინსტიტუციონირებული მსჯელობები მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, რითაც მან ეს საკითხი მერობის მოვალეობის დასაწყისის დღის წესრიგში მყარად ჩასვა.

 

10 ნოემბერს გავრცელდა, რომ 

 

- „ახალი მერი პირობას დებს, რომ თბილისის ურბანული პოლიტიკა შეიცვლება“

 

- „მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმაზე მუშაობა მხოლოდ 2017 წელს დასრულდა და დედაქალაქის მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება. იგი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალ შემადგენლობას წარდგინება“.

http://www.for.ge/view.php?for_id=51122&cat=1

 

აღნიშნულ „ჩაბარდებასა“ და „დამტკიცებას“ შორის არის კიდევ რაღაც, რომელიც მოუმზადებელ მკითხველს შეიძლება გამორჩეს.

 

მერიაში „ჩაბარებული“ „განახლებული რგგ“ მერიამ უნდა „მიიღოს“ არა ფიზიკურად, არამედ მიღება-ჩაბარების აქტით. 

 

საკრებულო დაამტკიცებს მხოლოდ მერიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებულ დოკუმენტს.

 

ამიტომ, რაც 13 ნოემბერს „ჩაბარდება“ მერიას, ამ უკანასკნელმა უნდა განიხილოს აკმაყოფილებს თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გათვალისწინებულია თუ არა მასში გამოთქმული შენიშვნები და ამის შემდეგ, თუ იქნება დადებითი დასკვნა, გაფორმდება „მიღება-ჩაბარების“ აქრს და ავტორები ბიუჯეტიდან მიიღებენ ჰონორარს. თუ დაიწუნებს მერია დოკუმენტს, ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცემათ ავტორებს დრო და იმ დროში თავიდან წარმოადგენენ. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, მაშინ ეს იქნება „სითი ინსტიტუტი თბილისისათვის“ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლის შემდეგ ან ფორმდება „მიღება-ჩაბარების აქტი“, ან წყდება ხელშეკრულება.კალენდარულად ეს ბოლო ვადა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, არის 2017 წლის 22 ნოემბერი, როდესაც მერიამ ან უნდა გააფორმოს საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტი და წარუდგინოს დოკუმენტი დასამტკიცებლად საკრებულოს ან შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

მერიაში ყველა ამ საქმიანობას უშუალოდ ახორციელებს არქიტექტურის სამსახური.

 

ანუ 13 ნოემბერს მერი იწყებს მუშაობას, იმავე დღეს ღებულობს „განახლებული მგგ“-ს და იწყებს საკითხის გარკვევას არქიტექტურის სამსახურის მეშვეობით, რომელიც თავიდან ბოლომდეა ჩართული ამ საქმეში და სრულადაა საქმის კურსში.

 

თუმცა ამას რამდენად შეუწყობს ხელს „ორმერიანობის“ დროს კალაძის განცხადება, რომელიც ა.წ. 10 ნოემბერს გახდა ცნობილი არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებით:

 

„თბილისის მერის განცხადებით... „არქიტექტურის სამსახურში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ, მერია უნდა გახდეს ადამიანებზე მორგებული, მოქნილი სამსახური, რომელიც უნდა ემსახურებოდეს თბილისს და თბილისის მოსახლეობას“

http://for.ge/view.php?for_id=51109&cat=2

 

 

არქიტექტურის სამსახურის მიერ იქნა ორგანიზებული მგგ-ს წარმოდგენილი მასალების ქართული და უცხოური ექსპერტიზა. ქართველი ექსპერტების ლევან ბერაძის, ბიძინა ჩიგოგიძის, ალექსანდრე ჩხეიძისა ( სახელწოდებით: „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული პროექტი. საექსპერტო დასკვნა“) და ფრანგი ექსპერტის ერიკ ჰიუბრეხტის (სახელწოდებით: „თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების“) დასკვნები რამოდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი დაინტერესებული პირებისათვის.არქიტექტურის სამსახურის შეცდომაა, რომ ის ამ მასალების დროულ გასაჯაროებას არ ახდენს, ისევე როგორც არ მოახდინა მგგ-სთან დაკავშირებული ეტაპების მიხედვით წარმოდგენილი მასალების გასაჯაროება. ბევრ გაუგებრობას „სითი ინსტიტუტი თბილისის“ ხელმძღვანელი სწორედ მესამე, მეოთხე, მეხუთე ეტაპების დოკუმენტების გამოუქვეყნებლობას აბრალებს. 

 

 

არ შეიძლება საზოგადოებამ არ იცოდეს აგრეთვე ცალკეული უწყებებისა და სამინისტროების პოზიციები. არ შეიძლება არ იცოდეს მაგალითად, თუ რა პოზიცია ეკავა ქლბატონ მაია ბითაძეს, როდესაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასკვნას ამზადებდა, როგორც მინისტრის მოადგილე და როგორია მისი ახლანდელი, როგორც მერის მოადგილის რანგში, პოზიცია?

 

მაშინ ხომ უფრო ადრე დაიწყებოდა რგგ-სა და საერთოდ ქალაქმშენებლობის საკითხზე ის დისკუსია, რაც ეხლა ასე ფართო მასშტაბით მიმდინარეობს?

 

ოფიციალური ექსპერტების შენიშვნები და დასკვნები, რომლებიც უკიდურესად უარყოფითია, სრულად ადასტურებს ჩვენს მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და შენიშვნებს და ბევრ შემთხვევაში მათი იდენტურია ( მათ შორის ზემოთმოტანილი დასკვნისაც). 

 

ეხლა.რამოდენიმე დღეში, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“(მგგ) განახლების ეს ჩახლართული მრავალწლიანი ისტორია, რომელიც ნარმანიასაგან ერგო მემკვიდრეობით, როგორ უნდა გაარკვიოს კალაძემ?

 

ვინ ეხმარება და ვინ ცდილობს, რომ დააბნიოს? ფაქტი ერთია, მარტო მას ამ მასალების შესასწავლად ნამდვილად არ ეყოფა მრავალი კვირა, შეიძლება თვეებიც.

 

ამავე დროს, არის პოზიცია, რომ თუ „მიწის რეგულირების განახლებული გეგმა“ არ დამტკიცდება გაგრძელდება უწესრიგობა ამ სფეროში. 

 

„სითი ინსტიტუტი თბილისის“ წარმომადგენლის აზრით: თუ გეგმა არ დამტკიცდება მათ არ მიეცემათ „ დაახლოებით, 800 000 ლარი და ქალაქი დარჩება იმ დოკუმენტის გარეშე, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისთვის“.

 

უფრო მეტიც, დასახელდა მგგ-ის არ მიღების ერთი ადრესატიც. მომაქვს ამონარიდი „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის მამუკა სალუქვაძის ინტერვიუდან სადაც ის ჟურნალისტ ნინო ხაჩიძის კითხვებს პასუხობს: 

 

„– და მერია რატომ უნდა გერჩოდეთ თქვენ და თქვენს კომპანიას?

 

– მოდი, ასე ვთქვათ, მერიის არქიტექტურის სამსახური, მერიაში იქნებ არ გვერჩიან. ვერ ვიტყვი, გვერჩიანო, მაგრამ ეტყობა, გარკვეული დამოკიდებულება აქვთ გენგეგმისადმი. მაშინ ასეთ კითხვას დავსვამ: არქიტექტურის სამსახურისთვის ხელსაყრელია ეს გენგეგმა?! იქნებ მათ ექმნებათ გარკვეული შეზღუდვები, ებლოკებათ რაღაც საკითხები, რომლებიც დღეს თავისუფლად წყდება?! შეიძლება, გამოვთქვათ ასეთი ეჭვი, უნდათ მოწესრიგება იმის, რაც დღეს მოუწესრიგებელია?!

 

თქვენ ამბობთ, რომ ნებართვების გაცემას ვერ აწესრიგებს ეს გენგეგმა და არც უნდა მოაწესრიგოს, ფული კი გაიცემა ნებართვებში. არა?

 

– ნებართვებს ვერ აწესრიგებს, მაგრამ ზონებს ადებს ისეთს, სადაც ასე უპრაგონოდ ნებართვები ვეღარ გაიცემა.“

http://fact2.ge/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A/.

 

ეს არის თბილისის წინააღმდეგ შეთქმულების კიდევ ერთი ეჭვი ინფორმირებული პირის მიერ გამოთქმული. მაგრამ ამ პასუხში ხომ იმის ვარიანტიცაა მოცემული, რომ მგგ გარდა ზონებისა სადაც „უპრაგონოდ“ ვერაფერს გააკეთებ, „ყველაფერს რომ იზამ“ ისეთ ზონებსაც ადგენს? თუ ეს პროცესი არ არის საჯარო და სრულ საზოგადოებრივ კონსესუსზე დამყარებული, მაშინ პირუკუ ეჭვიც ხომ შეიძლება გაჩდეს: ხომ არ ხდება ეს გარკვეული კერძო ინტერესების დასკმაყოფილებლად? 

 

საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც აქამდე მათ მიერ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.ამიტომაცაა ყველაზე მეტი კამათი რუკებზე, რომელიც თან ახლავს ამ დოკუმენტს. 

 

ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში თბილისის გენგეგმის არშედგენის ძირითადი მიზეზი არის თბილისის ძირითადი ქონების მოუწერიგებლობა იმიტომ, რომ ეს უზარმაზარი ქონებაა და მისი ასეთი მოუწესრიგებლობა ძალიან საინტერესოა საბაზრო ეკონომიკის პირობებში მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ქცევისთვის. 

 

ისე ოფიციალურადაა აღიარებული, რომ ქალაქთმშენებლობის მოუწესრიგებლობის გამო თბილისში ადმინისტრაციის დისკრეციული (თავისი შეხედულებისამებრ მოქმედების უფლება) უფლებამოსილების ზრდა „ობიექტურ მოვლენად“ იქცა.

 

უწესრიგობის მომხრეებს არქიტექტურის სამსახურზე დაყვანა საკითხის გამარტივებაა.

 

„სითი ინსტიტუტ თბილისის“ წარმომადგენლების მთავარი შეცდომა ისაა, რომ ნახევარსიმართლით ცდილობენ საქმის გაკეთებას. მათ ხომ ყველაზე კარგად იცოდნენ თავიდანვე, რომ მარტო მგგ არაა საკარისი ქალაქთმშებლობის მოწესრიგებისთვის? მათ ხომ იცოდნენ რომ ამისათვის საჭიროა კიდევ გარემოს რეგულირების გეგმა? ჯამში ხომ იციან რომ მარტო მგგ-ით უწესრიგობის აღმოფხვრის სამართლებრივი ბაზა არ შეიქმნება? 

 

ზოგადად ამ შეთქმულების მთავარი ფაბულა ისაა, რომ თბილისის ქალაქთმშენებლობა იყოს მოუწესრიგებელი, როგორც სამართლებრივად, ისე ინსტიტუციურად, ანუ დარჩეს ისე როგორც დღესაა. წლების განმავლობაში იქმნება იმიტაცია, რომ თითქოც ქალაქთმშენებლობის მიმართულებით რაღაც კეთდება, რომ არსებობს სამართლებრივი ბაზა, თუმცა რეალურად ადგილი აქვს ცალმხრივი ნორნატიული აქტების მიღებას და ერთიანი სისტემური და კომპლექსური კანონი მიღებული არ არის.

 

5. „თევზი თავიდან ყარს“!

 

ცოტა ხნის წინ გახმაურდა ამბავი მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იუნესკოს ექსპერტების მიერ დაწუნების თაობაზე. უკვე პრობლემა მარტო თბილისს არ ეხება.

 

ეს ასეცაა.

 

საქმე იმაშია, რომ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, თბილისს უნდა ჰქონდეს თბილისის „ქალაქმშენებლობითი გეგმა“, რომელიც შედგება არა მარტო „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისგან“, არამედ აგრეთვე „განაშენიანების რეგულირების გეგმისგან“.

 

 

ამდენად, თუ მარტო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას მიიღებ და თუ იმავე დროს არ გაქვს თბილისის განაშენიანების რეგულირების გეგმა მიღებული, იდეალურიც რომ იყოს ის, თბილისის ურბანული კრიზისის დასაძლევად საკმარისი ვერ იქნება. 

 

თბილისს უნდა ჰქონდეს ერთი „ქალაქთმშენებლობითი გეგმა“. და მისი ერთი ნაწილის მგგ-ს მიღება შეიძლება დაუკავშირო დადებით, ან უარყოფით შედეგებს, მაგრამ პრინციპულად საკითხს არ წყვეტს.

 

ამიტომ თავიდანვე მერიამ დაუშვა შეცდომა როდესაც სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა მხოლოდ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე და არა „ქალაქთმშენებლობით გეგმაზე“, როგორც ამას მოითხოვს კანონმდებლობა. 

 

ამდენად შეცდომაა კახი კალაძის საპროგრამო დაპირება მხოლოდ მგგ-ს მიღების თაობაზე. საჭიროა ამ პოზიციის კორექტირება „ქალაქთმშენებლობით გეგმის “ მიღების მიმართულებით.

 

ამასთან, ნონსენსია დედაქალაქისთვის, მცხეთისთვის თუ სხვა მუნიციპალიტეტებისთვის კარგი, არათუ ამოგლეჯით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნა, არამედ ერთიანი „ქალაქთმშენებლობითი გეგმის“ შექმნის სურვილიც, თუ არ იარსებებს ქვეყნის განსახლების მოწყობილი სისტემა, ქვეყნის ტერიტორიულ–სივრცობრივი მოწყობის გეგმა, ორიენტირებული ადგილობრივი ქცევისთვის. 

 

საქართველოს კანონით „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოში შემოღებულ იქნა სივრცითი მოწყობის სისტემა, რომელიც ერთ კომპონენტად მოიცავს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვას.

 

აღნიშნული კანონით განსაზღვრულია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დაგეგმვის ტიპები და იერარქია“ (მუხლი 10.),რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ხორციელდება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა: ა) ქვეყნის ტერიტორიისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიების სივრცითი მოწყობა, რომლის სახეობებია: ა.ა) ქვეყნის ტერიტორიის სივრცითი მოწყობა – ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა; ა.ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიების სივრცითი მოწყობა – ავტონომიური რესპუბლიკების სივრცითი მოწყობის სქემები; ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობა – მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმა; გ) დასახლებათა (ქალაქის, დაბის, სოფლის) ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა, რომლის სახეობებია: გ.ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა – მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; გ.ბ) განაშენიანების დაგეგმვა – განაშენიანების რეგულირების გეგმა“.

 

ტერიტორიულ-სივრცობრივი დაგეგმვა არის მდგრადი განვითარების მეშვეობით ცხოვრების ხარისხის ამაღლების საშუალება. ის იძლევა შესაძლებლობას, რომ შეთანხმებულ იქნას საბაზრო და დაგეგმვის მექანიზმები სასურველი ეკონომიკური, ტერიტორიული, სოციალური და ბუნების დაცვითი მიზნების მიღწევის პირობებში.

 

ტერიტორიულ-სივრცობრივი დაგეგმვა სახელმწიფოებრივი ფუნქციაა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ტერიტორიულ-სივრცობრივი დაგეგმვა ქვეყნის მასშტაბითა და ტერიტორიულ ერთეულებში, როგორც წესი 15-20 წლით და მეტით. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოამზადოს სამართლებრივი ბაზა და დახმარება გაუწიოს მის განხორციელებას ადგილებზე. საქართველოსთვის, ისევე როგორც გარდამავალი პერიოდის ქვეყნებისათვის საერთოდ, უნდა განხორციელდეს დარგობრივი მართვის სისტემის რეგიონული მართვის სისტემით ჩანაცვლება.

 

ქვეყნის მაშტაბით შემუშავებული ტერიტორიულ-სივრცობრივი განვითარების გეგმებიდან გამომდინარეობს ქვედა დონის (ქალაქების, მუნიციპალიტეტების) გეგმები. აქცენტი, როგორც წესი, კეთდება მიწათსარგებლობის რეგულირებაზე და სისტემურ მიდგომაზე, დაბალანსებულ,კოორდინირებულ და ინტეგრირებულ სექტორალურ განვითარებაზე. ეს არ არის მხოლოდ მიწათსარგებლობის უბრალო მართვა. მოცემულ ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას ისეთი მიწათსარგებლობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ ეკოლოგიურ-სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტიანობას. 

 

ტერიტორიულ-სივრცობრივი დაგეგმვის წარმატება დამოკიდებულია შემუშავებული გეგმის ხარისხზე, მმართველობის ხარისხზე, ხელისუფლების პოლიტიკასა და პოლიტიკურ ნებაზე, კადრებზე. 

 

აქ ისეთი შემთხვევაა, რომ თევზის თავს ვერ ვაგნებთ.

 

ფაქტი ერთია, რომ საქართველოს მთავრობამ არც ღარიბაშვილის დროს და არც კვირიკაშვილის დროს არ შეასრულა კანონის მოთხოვნა საქართველოს სივრცითი მოწყობის თაობაზე. მათ არაფერი არ გააკეთეს ამ მიმართულებით, გარდა იმისა რომ შექმნეს სამთავრობო კომისია და ამ კომისიაში ღარიბაშვილის „ უწესო წასვლის“ შემდეგ ის ჩაანაცვლეს კვირიკაშვილით.

 

ეს ამბავი დოკუმენტურად შეგიძლიათ იხილოთ:

 

საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ (მთავრობის დადგენილება №89 09.03.2015) 

 

„საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

ხელისუფლება არ ახდენს საქართველოს მთელი ტერიტორიის მოწესრიგებას და თბილისში ეს მიზეზთა გამო მწვავედ იჩენს თავს.

 

ამ სფეროში მოქმედი საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, მხოლოდ პრინციპების დონეზე განსაზღვრავს საკითხებს. საჭიროა სრულფასოვანი კანონმდებლობა.

 

უკვე მეორე წელია საქართველოს პარლამენტში დევს 2016 წლის 24 ნოემბერს  წარდგენილი კანონპროექტი - „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“, რომლის მიღება გამოგონილი მიზეზებით იჭიმება.

 

საკმარისია ამ კანონპროექტის გაცნობა, რომლის მსგავსი კანონი ყველა ცივილიზებულ ქვეყანას გააჩნია, რომ გამოჩნდეს ის სავალალო მდგომარეობა, რაც საქართველოშია მასში ასახული ნორმების დაუკანონებლობის გამო. ბუნებრივია ქალაქი, რაც არ უნდა დიდი იყოს ის და რაც არ უნდა დიდი წილი და მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, როგორც მაგალითად თბილისს საქართველოსთვის, ის მაინც იქნება მთელის - ქვეყნის ნაწილი და მისი სივრცობრივ-ტერიტორიული მოწყობა დამოკიდებული იქნება მთელი ქვეყნის ტერიტორიულ-სივრცობრივ მოწყობაზე. ყველა სხვა ცდა და ქვეყნის სივრცობრივ-ტერიტორიული მოწყობის გარეშე ქალაქების, მინიციპალიტეტების ტერიტორიულ -სივრცობითი მოწყობა მეცნირული თვალსაზრისით სრულფასოვნად შეუძლებელია. 

 

საქართველოში ტერიტორიულ-სივრცობრივ მოწყობას თითქოს გაუმართლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით, განსაკუთრებით პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ, როდესაც მან „ქართული ოცნების“ საქართველოს მრავალ ათეულ პუნტიანი განვითარების პროგრამა ოთხ პუნქტზე დაიყვანა და ამ ოთხი პუნქტს შორის დატოვა ქვეყნის სივრცითი მოწყობის ამოცანა.

 

ცენტრალური ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ ასრულებს!

 

ეს საკითხი ძალიან ჰგავს მიწის საკითხს. აქაც მიღებულია ფრაგმენტული კანონები. ქვეყანას დღემდე არ აქვს „მიწის კოდექსი“.

 

აი სად არიან „შეთქმულების“ გენერლები, თუმცა მართალია თევზი თავიდან კი ყარს, მაგრამ შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებზეც ხომ ვრცელდება? ამ შეთქმულებაში მონაწილეები საბოლოო ჯამში ერთვება მთელი მოსახლეობა. ეხლა და აქ უბრალოდ იმის აღნიშვნა გვინდა, რომ თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულება“ ვერ ეტევა თბილისის ფარგლებში. 

 

ქალაქთმშენებლობისა და მიწის ფუნდამენტური კანონების არ არსებობა წარმოადგენს მისი სივრცობრივ-ტერიტორიული მოუწყობლობის მიზეზს.

 

ეს არ არის მარტო დღევანდელი ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანი. უბრალოდ გასაოცარია როგორ ჰგავს დროსა და სივრცეში დაშორებულ ხელისუფალთა ქცევა ერთმანეთს, როგორ ერთტიპიურია ისინი.

 

2004 -2007 წლებში მიღებულ იქნა ცალკე პარლამენტის დადგენილებები საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსის“ 2008 წლისთვის მომზადების უზრუნველყოფის მიზნით. მხოლოდ 2014 წლის ნოემბერში შევიდა პარლამენტში „სამშენებლო კოდექსის“ კანონპროექტი. შემდეგ გაგრძელდა ამ კანონის ირგვლივ „ჭირთა ბადის“ ქსოვა და უკვე 2016 წლიდან მის ბედს იზიარებს, როგორც ითქვა ახალი კანონპროექტი სახელწოდებით -„ საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი „

 

კანონპროექტი მაინც მოქმედებს მოვლენებზე. ის მთავრობის მიერაა შეტანილი პარლამენტში და იქ მოცემული დებულებები გარკვეულ მოლოდინს ქმნის.

 

კანონპროექტი არ იცნობს „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „ცნებას, აქ ის შეცვლილია ცნებით - „მიწათსარგებლობის გეგმა“. ეს საკითხი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ უკვე ის და იმ სათაურით რის მიღებაზეცაა კამათი (ანუ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ და რის მიღებასაც საარჩევნო პროგრამით კახი კალაძე დაგვპირდა არ შეესაბამება მთავრობის მიერ მოწონებულ (რომლის ვიცე პრემიერიც თვითონ იყო მაშინ) ვერსიას!

 

თუმცა ცხოვრება ვერ გაჩერდება და ადგილი აქვს ურბანული და სასოფლო სივრცეების სტიქიურ კერძო წარმოდგენებითა და ინტერესებით, საბაზრო მექანიზმებზე სრული დამოკიდებულებით, სტიქიურ განვითარებას.

 

ამან მიიყვანა თბილისი ურბანულ კრიზისამდე. ეს პროცესი ნელ ნელა გადადის სხვა ქალაქებშიც. პოსტაბჭოთა კრიზისი გადადის თბილისის ახალ კრიზისში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალაქის დეინდუსტრიალიზაცია, სამუშაო ადგილების შემცირება, ქალაქიდან მოსახლეობის ემიგრაცია და სოფლის მოსახლეობის ქალაქში მიგრაცია. ამას დაემატა ახალი კრიზისი- მკვეთრი არათანასწორობა, სოციაურ დახმარებებზე დამოკიდებულების ზრდა, ქალაქის მოსახლეობის „შეცვლა“, მიგრაცია აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან, უპატრონო ბავშვები, ქალაქის ინფრასრტრუქტურის დაძველება და სხვა. ამას ემატება სტიქიური განაშენიანება, ძველი ტრანსპორტით გადაჭედვა და აერის გაჭუჭყიანება, საცობები...

 

თბილისის, როგორც ქალაქის კრიზისი 25 წელია გრძელდება და ღრმავდება.

 

თბილისის განვითარების სტრატეგია და კრიზისის დაძლევის გეგმა არ არსებობს.

 

როგორც ზემოთ ითქვა ქალაქის პოლიტიკას გულგრილად ეკიდება ცენტრალური ხელისუფლება და არ იღებს შესაბამის კანონს. უწესრიგობა მიწისა და ქალაქის ქონების ნაწილში აწყობს პირველ რიგში ხელისუფლებას.

 

6. გამოსავალი: არსტანდარტულ სიტუაციაში -არასტანდარტული მოქმედება!

 

კახი კალაძე ცაიტნოტშია.

 

ის იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც იყო დავით ნარმანია 2014-ში.

 

მისი უპირატესობა ნარმანიას გამოცდილებაა.

 

როგორ მოიქვა ნარმანია? ის სიტუაციას მოერგო, შეეგუა.

 

ის მთლიანად გახდა „ნაციონალების“ ქალაქმშენებლობითი საქმეების გამგრძელებელი. მან მემკვიდრეობით მიღებული 2009 წლის „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“ ხელმეორედ დაამტკიცა სახელწოდებით „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა,“ კანონმდებლობის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დასამყარებლად. საქმით კი გაგრძელდა ის, რაც კეთდებოდა სააკაშვილისა და ყველა წინა ხელისუფლების დროს, გარდა განაშენიანების ინტენსივობის K2-კოეფიციენტის გაზრდის შეჩერებისა, ზოგიერთ რაიონში.

 

ნარმანიამ აღიარა, რომ მან ვერაფერი ვერ მოახერხა იმ ვალდებულებებთან და გაცემულ ნებართვებთან რაც მანამდე დახვდა. „წინა ხელისუფლების დროს გაცემული სამშენებლო ნებართვების შეჩერება შეუძლებელი იყო. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს დეველოპერებისთვის ბიუჯეტიდან ზიანი უნდა აენაზღაურებინა.“

http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/460148-ver-vityvi-rom-raghac-ukheshi-an-gamoustsorebeli-shecdoma-davushvi-asethi-ar-mqonia.html

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს თბილისის კრიზისის დაძლევის გზად მგგ იყო მიჩნეული. ამან არ გაამართლა უკვე მითითებული მიზეზების გამო.

 

რას იზამს კალაძე?

 

გაიმეორებს იგივეს და მოახდენს მისი იმიჯის განულებას?!

 

ანუ გახდება იმის ტყვე რაც დაუტოვა ნარმანიამ და „სითი ინსტიტუტი თბილისის“ მასალებიდანაც ჩანს, რომ პოზიტიური ქალაქს ცოტა აქვს. ფაქტობრივად ქალაქი გაკოტრებულია - რომ არა ცენტრალური ბიუჯეტის სუბსიდიები, საკუთარი შემოსავლებით ქალაქს მისი ვალდებულებების, მისი ექსკლუზიური ფუნქციებს განხორციელება არ შეუძლია.

 

რას უდრის სამშენებლო ნებართვების ჯამი? რას უდრის ცენტრალური ხელისუფლების მიერ საინვესტიციო პირობებით გაცემული ტერიტორიები? რა ინტერესები დევს „სითი ინსტიტუტ თბილისის“ მომზადებულ რუკებში? როგორი იქნება სოლოკრატიული სისტემის შიგნიდან თხოვნები?

 

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული პროექტის ნახვის შემდეგ (პირველი კახი კალაძემ ის უნდა ჰქნას, რო ეს პროექტი გაასაჯაროოს), შეგვეძლება თქმა: ის მისაღებია, თუ არა. თუმცა, მარტო მისი მიღება, როგორც ითქვა საკითხს არ წყვეტს. იყო 2009 წლიდან მგგ მაგრამ არც ერთი კრიზისი თბილისში არ დაძლეულა. ახალი დაკვეთაც ხომ ამ 2009 წლის მგგ განახლებაა? 

 

შეძლებს კალაძე სტიქიური განაშენიანების შეჩერებას?

 

შეძლებს კალაძე გაფუჭებულის სტატუს კვოს შენარჩუნებას, თუ კიდევ დაუშვებს მდგომარეობის გაუარესებას?

 

ნარმანია გახდა ყოველდღიურობის ტყვე. რუტინამ დაამარცხა.

 

კალაძე შეეგუება მდგომარეობას ნარმანიასავით, თუ გაუწევს წინააღმდეგობას.

 

წარმატებისთვის კალაძემ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს „სითი ინსტიტუტი თბილისის“ საკითხი. ის უნდა გადაიყვანოს მეორეხარისხოვან საკითხებში და ჩააბაროს შესაბამის სტრუქტურას შესაბამისი ინსტრუქციით. თბილისის მგგ-ს ჩასწორებული ვარიანტი გასაჯაროვდეს, თუ გათვალისწინებულია შენიშვნები და თუ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით წაყენებულ მოთხოვნებს უნდა იქნას მიღებული ყოველგვარი, თუ არა და -არა. მის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს შეღავათების გარეშე. 

 

ამავე დროს კალაძემ უნდა შეაჩეროს სტიქიური განაშენიანება! 

 

არ უნდა დაუშვას გაფუჭების მასშტაბების ზრდა.

 

მან უნდა შეისწავლოს (ბუნებრივია შესაბამისი სტრუქტურების ჩართვით) ყველა აღებული ვალდებულებების კანონიერება.

 

მას შეუძლია დროებითი ეფექტის მიღწევა მაშინაც კი, თუ უარყოფს ყველაფერს, რაც არ მოდის სოლოკრატიიდან და „ პარტიული დაკვეთის“ გარეთ მოიქცევა მკაცრად, რაც ნარმანიამ ვერ შეძლო - ის ასრულებდა სოლოკრატიის დაკვეთასაც და ჩაეფლო გარემოში. კახი კალაძემ მოძლიერების შემდეგ ეს პრაქტიკაც უნდა გააუქმოს.

 

ნარმანიას რომ მარტო ივანიშვილის თხოვნები შეესრულებინა (ნებისმიერი ფორმის) და დანარჩენი ყველაფერი წესრიგში მოექცია. სიტუაცია მრავალჯერადად უკეთესად იქნებოდა.

 

და მთავარია კახი კალაძემ გიორგი კვირიკაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად მოილაპარაკონ და გადაწყვიტონ „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსისა“ და „მიწის კოდექსის“ მიღებისა და პარალელურ რეჟიმში ქვეყნის სივრცობრივი მოწყობისა და თბილისის ქალაქთმშენებლობის გეგმის მიღების საკითხები.

 

თუ როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, ამის შესახებ მას შემდეგ რაც გავეცნობით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხლებულ ვერსიას.

 

ფაქტი ერთია: პოლიტიკურად კახი კალაძის კრახი გარდაუვალია თუ ის ნარმანიას შექმნილ საძირკველზე დადგება!

 

ყველაფერი დავწერე უფრო დიდი სურვილით, ვიდრე მოლოდინით, რომ კახი კალაძე, თბილისის ახალი მთავრობა, ახლადარჩეული საკრებულო გაითვალისწინებს ნათქვამს.

 

 

14-11-2017, 12:50
უკან დაბრუნება