გუშინ ჩეხეთიდან სამშობლოში დაბრუნდა სრულიად საქართვწელოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
პატრიარქი აეროპორტიდანვე სამების ტაძარში მივიდა და იქ შეკრებილი მრევლი დალოცა. უწმინდესმა მათ მცირე ქადაგებითაც მიმართა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ღვთის მადლითა და მრევლის ლოცვა-კურთხევით საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნდა. "უცხოეთში ცოტა დიდი ხნით გამიგრძელდა ყოფნა, მაგრამ თქვენ მუდამ ჩემთან იყავით", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი გალობით შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე ჩეხეთში 14 ნოემბერს სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად გაემგზავრა.