ისრაელის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ციპი ლივნი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. დღეს თელ-ავივში გამართულ პრესკონფრენციაზე ლივნიმ განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის სახელწოდებით - „მოძრაობა“.
ციპი ლივნი პირობას დებს, რომ პალესტინელებთან მშვიდობის მისაღწევად იბრძოლებს. პრესკონფერენციის მსვლელობისას ლივნიმ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა პალესტინელებთან მოლაპარაკების ჩიხში შესვლისთვის.
ისრაელში 22 იანვარს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ციპი ლივნი 2006-2009 წლებში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
2012 წელის მაისში ციპი ლივნი პოლიტიკიდან წავიდა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ პარტია „კადიმაში“ ლიდერის პოზიცია დაკარგა.
ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.