ისრაელის პოლიტიკაში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნდება

ისრაელის პოლიტიკაში  ყოფილი საგარეო საქმეთა  მინისტრი ბრუნდება

ისრაელის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ციპი ლივნი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. დღეს თელ-ავივში გამართულ პრესკონფრენციაზე ლივნიმ განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის  სახელწოდებით - „მოძრაობა“.


ციპი ლივნი პირობას დებს, რომ პალესტინელებთან მშვიდობის მისაღწევად  იბრძოლებს. პრესკონფერენციის მსვლელობისას ლივნიმ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა პალესტინელებთან მოლაპარაკების ჩიხში შესვლისთვის.


ისრაელში 22 იანვარს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ციპი ლივნი 2006-2009 წლებში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.


2012 წელის  მაისში  ციპი ლივნი პოლიტიკიდან  წავიდა, მას შემდეგ, რაც  ოპოზიციურ პარტია „კადიმაში“ ლიდერის პოზიცია დაკარგა.


ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: