შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ოლეგ თ.-ის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საბრძოლო მასალა: ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 6 ჭურვი, "ერგდ 5"-ის ტიპის ორი ხელყუმბარა ამფეთქებით და "ფ-1" ტიპის ერთი ხელყუმბარა ამფეთქით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით: "ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა".
აღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული დაისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.