ცხელი ამბავი

გორში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

გორში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს  პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის  საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ოლეგ თ.-ის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. ჩხრეკის შედეგად  ამოიღეს საბრძოლო მასალა: ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 6 ჭურვი, "ერგდ 5"-ის ტიპის ორი ხელყუმბარა ამფეთქებით და "ფ-1" ტიპის ერთი  ხელყუმბარა ამფეთქით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით: "ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა".

აღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული დაისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: