აშშ-ში ინდური ტომის ერთ-ერთი უხუცესი წარმომადგენელი ჰარტფორდ სონი გარდაიცვალა, რომელმაც 2008 წელს ბარაკ ობამა იშვილა. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, 78 წლის ჰარტფორდს პნევმონია აწუხებდა.
2008 წელს მონტანას შტატში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ობამა ადგოლობრივი ტომის წევრთა წეს-ჩვეულებებს გაეცნო. ამისთვის მან მიიღო წოდება - „ვინც ეხმარება ხალხს საკუთარ მიწაზე“.
რადგან ეს სახელი საკმაოდ გრძელი და რთული იყო ობამა და მისი ახალი ოჯახი შეთანხმდნენ უფრო მოკლე სახელზე - „შავი არწივი“.
2008 წელს მონტანას შტატში მცხოვრებმა ინდიელებმა მომავალ პრეზიდენტს პრაიმერში მხარი დაუჭირეს. ობამამ ჰილარი კლინტონი დაამარცხა, რომელიც არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყო.
ჰარტფორდის შვილის განცხადებით, მისი მამა ყოველთვის ამაყობდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს საკუთარ შვილს უწოდებდა, თუმცა არასოდეს ტრაბახობდა ამ ფაქტის გამო.
ბარაკ ობამას რეაქცია მისი მამობილის დაღუპვის ფაქტის შესახებ, ჯერჯერობით, უცნობია.