ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ბარაკ ობამას მამობილი გარდაეცვალა

ბარაკ ობამას მამობილი გარდაეცვალა

აშშ-ში ინდური ტომის ერთ-ერთი უხუცესი წარმომადგენელი ჰარტფორდ სონი გარდაიცვალა, რომელმაც 2008 წელს ბარაკ ობამა იშვილა. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, 78 წლის ჰარტფორდს პნევმონია აწუხებდა.


2008 წელს მონტანას შტატში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ობამა ადგოლობრივი ტომის წევრთა  წეს-ჩვეულებებს გაეცნო. ამისთვის მან მიიღო წოდება - „ვინც ეხმარება ხალხს საკუთარ მიწაზე“.


რადგან ეს სახელი საკმაოდ გრძელი და რთული იყო ობამა და მისი ახალი ოჯახი შეთანხმდნენ უფრო მოკლე სახელზე - „შავი არწივი“.


2008 წელს მონტანას შტატში მცხოვრებმა  ინდიელებმა მომავალ პრეზიდენტს პრაიმერში მხარი დაუჭირეს. ობამამ  ჰილარი კლინტონი დაამარცხა, რომელიც არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყო.


ჰარტფორდის შვილის განცხადებით, მისი მამა ყოველთვის ამაყობდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს საკუთარ შვილს უწოდებდა, თუმცა არასოდეს ტრაბახობდა ამ ფაქტის გამო.
ბარაკ ობამას რეაქცია მისი მამობილის დაღუპვის ფაქტის შესახებ, ჯერჯერობით, უცნობია.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: