„ივერიონისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავამ, ვანო მერაბიშვილმა და საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა წუხელ, გვიან ღამით, საქართველო დატოვეს.
წყაროს ინფორმაციით, ისინი თბილისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაფრინდნენ: უგულავა - ისრაელში, გეგეჭკორი - უკრაინაში, ხოლო
მერაბიშვილის მარშრუტის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
თუმცა, როგორც ვიცით, ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტს სომხეთში ახლდა.
საინტერესოა, ისინი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ, თუ თავი აარიდეს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას?